კონკურსი „სტიპენდია პირველი სემესტრიდან“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აბიტურიენტებისათვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს - „სტიპენდია პირველი სემესტრიდან“. კონკურსი ეხება „ბიზნესის ადმინისტრირების“  საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს  მისაღებ საგამოცდო საგანში -  მათემატიკა. კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის 22 მაისს 13 საათზე.
კონკურსის მიზანია  „ბიზნესის ადმინისტრირება“ საბაკალავრო პროგრამაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტთა მოზიდვა. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება რანჟირებული სიის  მიხედვით. ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია 10 სტუდენტით.
კონკურსის იმ გამარჯვებულებს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში  (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრიდანვე და შეუნარჩუნდებათ ბაკალავრიატში სწავლის მთელ პერიოდში, თუ სტუდენტს  ყოველსემესტრულად უწყვეტად ექნება საშუალო A კატეგორიის შეფასება ყველა სასწავლო კურსში. ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 30 მარტის N15 სხდომის გადაწყვეტილება. კონკურსი ჩატარდება არა დისტანციურად, კონკურსიის მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე https://atsuedu-my.sharepoint.com/personal/blss_atsu_edu_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=aS3sfRXuNhFu6%2bHM7F9WqDPcN44aw2MGfVtjWDwG4Z0%3d&docid=1_195f38e10d0cf4efa9d1022cfbc0ad622&wdFormId=%7BAC207AF4%2D5301%2D409C%2D9396%2D560A04E6AF8E%7D

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama