აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელს (მდგრადი კავკასია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობასა და უნივერსიტეტის მონაწილეობით კავკასიის მთის რიგით მესამე ფორუმის ორგანიზებას.

ფორუმი წარმოადგენს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებში, ორ წელიწადში ერთხელ, კავკასიისა და საერთაშორისო მეცნიერებებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ცოდნა და ასევე შეაფასონ კავკასიური სამეცნიერო კვლევების პროგრესი გასული ორი წლის მანძილზე მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის.
კავკასიის მთის ფორუმი არის კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო ქსელის (მდგრადი კავკასია) საკვანძო ინიციატივა, რომლის ჩატარებაც ტრადიციად 2016 წლიდან ჩამოყალიბდა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama