საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების შესახებ

მიმდინარე წლის 18 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის მიმართულების სტუდენტებს, დეტალურად გააცნეს ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და ეტაპების შესახებ.
ღონისძიება აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა. საქართველოს პროკურატურიდან შეხვედრას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი ცხოვრებაძე და პროკურორი ნათია კიკვაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებისათვის გააკეთეს პრეზენტაცია სახელწოდებით: საქართველოს პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ღირებულებები.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.