კავკასიის მთის მესამე ფორუმი

კავკასიის მთის ფორუმი არის კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო
ქსელის და მისი სამდივნოს კავკასიის მთიან რეგიონის მდგრადი განვითარების ქსელის (მდგრადი კავკასია) საკვანძო ინიციატივა და ტარდება ორ წელიწადში ერთხელ და მასზე 200-მდე
მონაწილე იყრის თავს, როგორც კავკასიის ქვეყნებიდან ასევე ევროპიდან. 
ფორუმი წარმოადგენს სამეცნიერო კონფერენციას და საშუალებას აძლევს კავკასიელ და
საერთაშორისო მეცნიერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარონ ერთმანეთს
გამოცდილება და ცოდნა, აგრეთვე შეაფასონ კავკასიის სამეცნიერო კვლევების პროგრესი
მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის ბოლო ორი წლის განმავლობაში.

კავაკასიის მთის მესამე ფორუმი გაიმართება საქართველოში, ქუთაისში, 2022 წლის 19-21 აპრილს და მას უმასპინძლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.


კავკასიის მთის მესამე ფორუმი მიეძღვნება ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და გამოწვევებს რეგიონშ,ი შემდეგი სათაურით: „ტრანსდისციპლინურობა მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის: კავკასიის მეცნიერთა როლი“

თეზისების მიღების ვადა 17 იანვარი, 2022 წელი.
https://www.caucasus-mt.net/Cau.../call-for-abstracts.html-2

კავკასიის მთიანი რეგიონის განვითარების სამეცნიერო ქსელმა, მისი სამდივნოს მდგრადი კავაკასიის
სახელით გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია ხელი
შეუწყოს დაინტერესებული მხარეების საერთშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობას
და უნივერსიტესის ჩართულობით კავაკასიის მთის რიგით მესამე ფორუმის სამეცნიერო
კონფერენციის ორგანიზებას.


კავკასიის მთის მესამე ფორუმი შესთავაზებს დამსწრეებს ღია პლენარული სესიების კომბინაციას, კვლევით სესიებს, სემინარებს და პოსტერ სესიებს.

პლენარული სხდომები მოიცავს შემდეგ თემებს:

• ლანდშაფტების დაცვისა და მთის ტურიზმის განვითარების ინტერდისციპლინარული მიდგომები: მეცნიერთა როლი კვლევაში, დაგეგმვასა და განვითარებაში.
• ტურიზმი, როგორც მთავარი საარსებო წყარო მთის მდგრადი განვითარებისთვის: ინოვაციებისა და ტრადიციების თავსებადობა
• გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება, როგორც მთავარი გამოწვევა პასუხისმგებლიანი ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისთვის.

კავკასიის მთის ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, სადაც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გაუზიარონ კვლევის შედეგები, იდეები და გამოცდილება და ეძებონ შესაძლებლობები შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კავკასიის მთის მესამე ფორუმის შესახებ დამატებითი და განახლებული ინფორმაციისთვის ეწვიეთ SNC-mt ვებსაიტს.
https://www.caucasus-mt.net/Caucasus-Mountain-Forum-2022