აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარემ გიორგი შერვაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციამ, აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ შორენა ახალაიამ, ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ და მრავალპროფილური კოლეჯი ,,სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ისტორიული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო კუთხით მიმოიხილეს.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონში ბიზნეს ურთიერთობების აღორძინების ერთიანი პლატფორმა იყო მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ ჭელიძის მოხსენების თემა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა აფხაზთა სამეფოს დედაქალაქზე ისაუბრა, არქეოლოგიური მასალების მიხედვით ,,ლეონიდების“ სამშენებლო საქმიანობა გააცნო კონფერენციის მონაწილეებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა როლანდ ისაკაძემ, თემა :,,აფხაზეთი რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში 1864-1917 წლებში“ წარადგინა აწსუ ასოცირებულმა პროფესორმა გოდერძი ვაჭრიძემ. კონფერენციის დასასრულს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და საქართველოს ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოები მიმოიხილა აწსუ ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტმა ანი ისიანმა.
კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის თანაორგანიზებითა და აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.