მოკლევადიანი გერმანული ენის კურსების მეორე ეტაპი დასრულდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID Economic Security Program (DAI), და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „გერმანული ენა წარმატებული კარიერისთვის“ მეორე ეტაპი დასრულდა.

პროექტის ოთხთვიანი ინტენსიური კურსი გერმანულ ენაში (B2) წარმატებით გაირა 21 სტუდენტმა და ტესტირების საფუძველზე 2021 წლის 2 ივლისს მათ ოფიციალურად გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი ხორციელდებოდა 2020 წლის ნოემბრიდან საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლობით. მისი მიზანი იყო, ახალგაზრდა კადრების განვითარება და ელექტრონულ ბიზნესში მოღვაწე კომპანიებში დასაქმების ხელშეწყობა. უნივერსიტეტი რეგიონალური განვითარების ქვაკუთხედია: იზიდავს ინტელექტსა და ინვესტორებს, განათლებულ, კვალიფიკაციურ კურსდამთავრებულს აწვდის რეგიონს, ახდენს ცოდნის გენერირებას. პროექტი გათვლილი იყო არა მარტო ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს მოქალაქეებზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.