აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის

კოვიდ ინფექციის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ამ მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწოდებას მასობრივ ვაქცინაციაში ჩართვის შესახებ.

მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით უნივერსიტეტის თანამშრომლებს - აკადემიურ თუ დამხმარე პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თუ სტუდენტობას - შევუერთდეთ ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ წამოწყებას. ამით ჩვენ შევქმნით მაქსიმალურად დაცულ სივრცეს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან სრულფასოვნად განახლდეს სასწავლო პროცესი.
სწრაფად დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
#აიცერიუსაფრთხოგარემოსთვის

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.