ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები

ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია.

დამატებით გაცნობებთ, რომ 12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია - ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის. სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამშენებლო, ეკონომიკა/ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა/სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე: www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2