თურქული ენის შემსწავლელი კურსები სტუდენტებისათვის

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2021 წლის 30 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით.
https://forms.gle/GBmm8YiQSxpWrFTf6
კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა მიმართულების სტუდენტებისთვის სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა იქნება 110 ლარი.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი დოკუმენტის ფოტო, სტუდენტის ცნობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 98 00 97 ან +995 558 55 31 24