აბიტურიენტთათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები და მათ მიერ წარმოსადგენი საბუთები

2021-2022 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
3. 4 ცალი ფოტო სურათი 3X4-ზე (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
4. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი-(დედნის წარდგინებით).
5. სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.

შენიშვნა: აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრაციის გავლის მომენტში არ არის 18 წლის დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამავე აბიტურიენტს უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (დედა/მამა/მზრუნველი - პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.).

ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ ადმინისტრაციული (პირველი) კორპუსი, I სართულის ფოიე, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.