მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები და მათ მიერ წარმოსადგენი საბუთები

2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
2. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
4. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
5. საგნის გამოცდის საგამოცდო ბარათი;
6. ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
7. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ (საგამოცდო კოდის მითითებით);
8. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 40 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 9 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე (ყოველ დღე, უქმე დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში მისამართზე - ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ I კორპუსის ფოიე.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 28 სექტემბერს.
სააპელაციო განაცხადების მიღება და განხილვა 30 სექტემბერი.
ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 1 ოქტომბერს.