აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტებმა, რომლებიც გარე მობილობით ჩაირიცხნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ატესტატის ასლი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების სერთიფიკატის ან სახელმწიფო
3. გრანტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. სასწავლო ბარათის (ნიშნების ფურცელი) ქსეროასლი, დამოწმებული სასწავლებლის ბეჭდითა და ხელმოწერით;
5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
6. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
პირადობის მოწმობის ასლი.

შენიშვნა: ა) სტუდენტი ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა მობილობის დასკვნაზე ხელმოწერით. წინააღმდეგ შემთხვევაში მობილობის პროცესი არ ჩაითვლება განხორციელებულად. ბ) მობილობის განხორციელებიდან ერთი თვის განმავლობაში სტუდენტი ვალდებულია აწსუ-ში წარმოადგინოს პირადი საქმის დედნები და ასევე გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტატუსი.


განცხადებების მიღება წარიმართება მობილობის ხელშეწყობისა და კრედიტების აღიარების სექტორში (ოთახი №1106) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.