2021-2022 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის დანიშვნის შესახებ

ბრძანება № 01-04/75

2021-2022 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
* -    აგრარული ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 სთ.
* -    ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი (გარდა ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებისა).
* -    ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ მაგისტრანტობის კანდიდატებს 25 სექტემბერს 10 საათზე ჩაუტარდეთ გამოცდა უცხო ენაში, ხოლო 25 სექტემბერს 15 საათზე გამოცდა სპეციალობაში.
* -    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი.
* -    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი.
* -    საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი.
* -    პედაგოგიური ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი.
* -    მედიცინის ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი.
* -    საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი - 25 სექტემბერი 10 საათი.

*     ორ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატთათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მეორე სპეციალობაში დაინიშნოს 26 სექტემბერს 10 საათზე.
*     ევროპისმცოდნეობისა და ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდა ევროპულ ენაში B2 დონეზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დაინიშნოს 25 სექტემბერს 15:00 საათზე № 2205  აუდიტორიაში.
*    მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამებისათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში დაინიშნოს 25 სექტემბერს 15:00 საათზე № 2205 აუდიტორიაში.
*    ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამისათვის გასაუბრება ჩატარდეს 25 სექტემბერს 12:00 საათზე № 1109 აუდიტორიაში.
*    საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდეს უნივერსიტეტის I კორპუსში (თამარ მეფის ქუჩა № 59) - № 2401, 2402, 2405, 2209, 1211, 1208, 1209, 1205, 1210, 1213, 1214, 1216, 1217, 1219 და 1220 აუდიტორიებში.
*    10:00 საათზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გამსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 09:00 საათზე, ხოლო 15:00 საათზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე გამსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 14:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში.

*    ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დადასტურებული კოვიდის გამო ვერ გამოცხადდებიან საუნივერსიტეტო სივრცეში გამოცდაზე, დოკუმენტალური დასაბუთების შემთხვევაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში ჩაერთვებიან ონლაინ Microsoft Teams / Moodle პლატფორმებით ვიდეოთვალის დაკვირვების რეჟიმით. აღნიშნულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა კოვიდის დადასტურების დოკუმენტი ელექტრონულად უნდა გადმოაგზავნონ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;

*   კოვიდდადასტურებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ონლაინ ფორმატში ჩატარების უზრუნველყოფა დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს.

*   სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფა დაევალოს საგამოცდო სექტორსა და ინფორმაციული და ქსელური ტექნოლოგიების დანერგვისა და უზრუნველყოფის სამსახურს;

*   კოვიდრეგულაციების წესების დაცვით გამოცდის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საჭირო რესურსებით (სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე, ხელთათმანი) უზრუნველყოფა დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებას;

მარკეტინგის, პროექტირებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურს დაევალოს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.