I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტკონფერენცია

2017 წლის 5 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ინტერნეტ სივრცეში ტარდება I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტკონფერენცია თემაზე:
,,თანამედროვე ფარმაცია – მეცნიერება და პრაქტიკა”.

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
სამკურნალო მცენარეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების კვლევა, დამუშავება ახალი ფიტოპრეპარატების მიღების მიზნით; ფარმაცევტული – ფარმაკოგნოსტური, ფიტოქიმიური, ტოქსიკოლოგიური ანალიზი;
თანამედროვე ქიმიურ–ფარმაცევტული, კოსმეტიკური და ბიოტექნოლოგიური პრეპარატების რეცეპტურისა და ტექნოლოგიის შემუშავება, ბიოფარმაცევტული შესწავლა;
სოციალური ჯანდაცვა და ფარმაცია: ფარმაკოეკონომიკა, სამედიცინო დარგების მარკეტინგი და მენეჯმენტი. განათლება და პრაქტიკა; ფარმაცევტული წარმოება, სტანდარტიზაცია, დისტრიბუცია;
სამედიცინო მასალები ფარმაციასა და მედიცინაში.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული/ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.