ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად არისტოტელეს უნივერსიტეტში, თესალონიკი, საბერძნეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 6 თვე (30 კრედიტი), 3 თვე (20 კრედიტი).

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
CV Europass https://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae
1. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
2. ფოტოსურათი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. სტუდენტის ცნობა
7. სასწავლო ხელშეკრულება (იხილეთ დანართი)

ინფორმაცია არისტოტელეს უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.auth.gr

სასწავლო პროგრამების შესახებ: http://qa.auth.gr/en/studyguide

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504 ტელ.: 431 24 57 84