ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სლოვაკეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სპეციალობები: ენა და ლიტერატურა (ინგლისური, გერმანული), განათლება, ფილოსოფია და ეთიკა, ფსიქოლოგია.

ყველა მონაწილესათვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2), ხოლო გერმანული ენის სპეციალობის სტუდენტებისათვის (B1).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე

საჭირო დოკუმენტები:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. სასწავლო ხელშეკრულება, იხილეთ დანართი
4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
5. ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
6. დიპლომის ასლი (მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის)
7. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (გერმანული ენის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამატებით საჭიროა სერტიფიკატი ინგლისურ ენაში)
8. სტუდენტის ცნობა

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 25 ნოემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურში

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504. ტელ.: 431 24 57 84)