ომანის სასულთნოს სტიპენდიები 2021-2022 სასწავლო წლისთვის

ომანის სასულთნო აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, ომანის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სასულთნოს მთავრობის მიერ გამოყოფილ სტიპენდიებზე ქართველი სტუდენტებისათვის.

აღნიშნული სტიპენდიების მიღების მსურველ კანდიდატებს მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ Higher Education Admission Center-ის ვებგვერდზე: https://www.heac.gov.om/index.php/en/ მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.