კატარის სტიპენდიები 2022-2023 წლისთვის

კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე - Arabic Program for Non-Native Speakers.

2022-2023 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
 კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
 კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე;
 კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე - Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
 კანდიდატი დაწყებით დონეზე მაინც (basic knowledge) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
 კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.
პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2022 წლის 20 იანვრამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით:
http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program.
განაცხადების მიღების შემდეგ, კატარის უნივერსიტეტი თავად შეარჩევს იმ 2 კანდიდატს, რომელთა დაფინანსება განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლებისთვის. დანართის სახით გიგზავნით კატარის უნივერსიტეტიდან მიღებულ ინფორმაციას.
ასევე, დამატებითი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე და დანართის სახით:
http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program.