DAAD-ის გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია აწსუ-ში

მ/წლის 12 ოქტომბერს, აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს გებჰარდ როილსა და ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელს ბერთოლდ ლინდერს შეხვდა. შემდეგ კი გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის გაცვლით საერთაშორისო პროგრამებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე წარმოადგინეს გაცვლითი საერთაშორისო - გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი - პროგრამები გერმანიაში, როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მონაწილეებმა კომპეტენტური პირებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გაცვლით პროგრამებზე.

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.