ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია აწსუ-ში

მ/წლის 21 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ გახსნა და ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ რეჟისორსა და ექვთიმეს როლის შემსრულებელს ცნობილ ქართველ მსახიობს რეზო ჩხიკვიშვილს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში აწსუ პროფესორებმა მრავალმხრივ წარმოაჩინეს დიდი ქართველი მამულიშვილის ღვაწლი. დასასრულს გაიმართა დისკუსია.




ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.