აწსუ-ს კურსდამთავრებულები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის ინიციატივით განხორციელდა აქტივობათა ციკლი, კერძოდ, მიმდინარე წლის 21 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით მოხსენებები განახორციელეს, აწსუ-ს კურსდამთავრებულებმა: მადონა ბასილაძემ - საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და დავით ხვადაგიანმა - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა.
სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც დიდი დაინტერესება გამოხატეს. მოხსენებები ინფორმაციული და მნიშვნელოვანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.