აწსუ საიუბილეო, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) XXVIII

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 17 – 18 მაისს ჩატარდება სტუდენტთა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) XXVIII სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 85 წლისთავის იუბილეს.
კონფერენციის სამუშაო გეგმა:
2018 წლის 17 მაისი, ხუთშაბათი, 13 საათი –კონფერენციის გახსნა და პლენარული სხდომა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მწვანე დარბაზი.” პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ სექციები, რომლებსაც წარმართავენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სხდომის თავმჯდომარეები (შერჩეული სტუდენტები).
2018 წლის 18 მაისი. კონფერენციის დასასრული. სექციის ხელმძღვანელები სამეცნიერო კვლევით ცენტრის წარმომადგენელს წარუდგენენ საუკეთესო მოხსენებათა ჩამონათვალს, რომლებიც შემდგომში დაჯილდოვდებიან მიღწეული წარმატებისათვის დიპლომებით.

საკონტაქტო პირი: სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სპეციალისტი: რამაზ ხაჭაპურიძე. (საკონტაქტო რეკვიზიტები: ტელ: 555. 118870; ელექტრონული ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მისამართი: ახალგაზრდობის გამზირი, №98; მე–11 კორპუსი, ოთახი №208, 10 საათიდან - 14 საათამდე).

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

 

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.