აწსუ-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

მ/წლის 6 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შპს „კურორტ საირმესთან“, შპს „სიემ ჯორჯიასთან“ და შპს „თბილისი ტრეიდერთა კლუბთან“.
მემორანდუმი ითვალისწინებს აღნიშნულ კომპანიებში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტების მიერ როგორც პროფესიული პრაქტიკის გავლას, ისე ერთობლივი შემეცნებითი პროექტების განხორციელებას, კურსდამთავრებულთა დასაქმებას და კომპანიის წარმომადგენლების მიერ მასტერკლასების ჩატარებას.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.