კორეის ელჩის სტუმრობა აწსუ-ში

მ/წლის 27 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ინ ჰანს უმასპინძლა.  შეხვედრაზე განიხილეს კორეის რესპუბლიკასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.
კორეის სალჩომ  აწსუ ბიბლიოთეკას კორეული ენისა და კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, წიგნები და ციფრული ვიდეო დისკები გადასცა. მომავალში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიგეგმა კორეული ენისა და კულტურის კუთხის მოწყობა.
დასასრულს, კიმ ინ ჰანმა აწსუ რექტორს კორეულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.  

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.