“ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აწსუ-ში

მიმდინარე წლის 7 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში www.HR.ge-ის წარმომადგენლები შეხვდნენ სტუდენტებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” ბათუმში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში www.hr.ge/jobfairBatumi

საბოლოო ღონისძიება გაიმართება ქ. ბათუმში 18 მაისს, რუსთაველის გამზირი N40, ჰილტონი ბათუმი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე, 

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველები 18 მაისს უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით ქუთაისი-ბათუმი, ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით. დასაქმების ფორუმზე გამგზავრების მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია 10 მაისამდე შემდეგ ბმულზე https://goo.gl/93Tjgc ან მიმართეთ სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისებს და დააფიქსირეთ თქვენი სურვილი.

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.