საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა აწსუ-ში

მ/წლის 30 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა აწსუ ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან, ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის, ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ჭიღვარიამ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ - სოფიო ქაცარავამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - ჯასტინ მაკკენზ სმიტმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა - ჯონათან ჯანგოლმა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრი - გორდონ მარსდენი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი - ლორდ კილკლუნი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილი. შეხვედრაზე მოხდა როზმარი ბატლერის წერილისა და ფილმის „ქუთაისი და ნიუპორტი - მეგობრობის ფესტივალი“ პრეზენტაციები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.