საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 19 – 20 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია - არქეოლოგიისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტები აწყობენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციას. კონფერენცია იხსნება ა/წ 19 ივნისს 12.00 სთ-ზე 1-ლი კორპუსის უნივერსიტეტის 1-ლ კორპუსში #1114 აუდიტორიაში.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლები.
კონფერენციის მსვლელობისას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსის ფოიეში (თამარ მეფის #59) შედგება ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა, გაერთიანების“ ფილიალის - დავით მხეიძის სახელობის ფოტო - კინო მატეანეს მუზეუმში დაცული იმ ექპონატების ჩვენება, რომელიც შეეხება 1918 – 1921 წლების ქუთაისის ისტორიასა და ყოფას.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.