ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს "ბიდიო სოლუშენსთან"

მიმდინარე წლის 1 მაისს, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის  სურვილის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა  შპს "ბიდიო სოლუშენსთან".

BDO სოლუშენსი – ყოფილი ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები (IBS), ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე მსხვილი პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში. მათი პროდუქტების პორტფელი მოიცავს ERP-ს, ვაჭრობის ავტომატიზაციისა და საბუღალტრო აღრიცხვის გადაწყვეტილებებს, რომლითაც სარგებლობენ ორგანიზაციები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
2016 წლის თებერვლიდან IBS-ი BDO-ს გლობალური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი გახდა და წარმოადგენს მისი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებას საქართველოში http://balance.ge/bdo-solutions/
მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის - "კორპორაციული ანგარიშგება"-  სწავლების წარმართვას ელექტრონული პროდუქტი „ბალანსით“  და უზრუნველყოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი მოწვეული სპეციალისტის პროგრამული პროდუქტის ( „ბალანსი“) მოსამზადებელი კურსით.
 

fShare
9

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.