2021 წლის 6-7 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე დაარსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია შედგა პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტებისათვის ცენტრის შექმნისა და მისი ახლანდელი და სამომავლო საქმაინობის გაცნობა. პრეზენტაციის თემატიკა მოიცავდა ბავშის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ზოგად მიმოხილვას, ლოგოს და ვებ-გვერდის პრეზენტაციას, ტრენინგ-მოდულების და ბროშურის - ბავშის უფლებები პრეზენტაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თელავის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტიდან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. შეხვედრის დასრულებისას პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისა და საინტერესო იდეები შემოგვთავაზეს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი აგრძელებს მემორანდუმების გაფორმებას რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლებთან. ამა წლის 18 ივნისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან და მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლასთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ბატონი შალვა კირთაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ადეიშვილი, USAID საბაზისო განათლების იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გარე დაკვირვების ექსპერტი ნოდარ ცაგარეიშვილი.

ტექსტი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი საგრანტო პროექტის USAID/RTI(სამმხრივი მიმართულების კვლევითი ფილიალი საქართველოში)- "საბაზისო განათლების პროგრამაში" 2020 წლიდანაა ჩართული და ხორციელდება "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების" თემატიკაზე საჯარო სკოლების დირექტორთა და ლიდერ მასწავლებელთა გადამზადება იმერეთის 373-ვე საჯარო კოლაში.

მიმდინარე წლის 16 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ (შალვა კირთაძე - რექტორის მოადგილე, მამული ბუჭუხიშვილი - პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ვლადიმერ ადეიშვილი - პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჟურნალის რედაქტორი, ივანე გოქაძე - ჟურნალის მთავარი რედაქტორი) ჟურნალის პრეზენტაცია გამართეს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლასა და სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლაში.

2021 წლის 27 მაისს, აკაი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქობულაძემ ჩაატარა ლექცია, ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძრვანელებთან და მეთოდისტებთან თემაზე: ბავშვთა უფლებების კონვენცია და ადრეული ინკლუზიური განათლება. ლექციას ესწრებოდა პედაგოგირი ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.