გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი) გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწყებითი განათლება პროგრამის არჩევა შეუძლია: აბითურიენტებს,

რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე, სამ ძირითად საგანთან ერთად, ჩააბარეს არჩევითი გამოცდა: ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს: • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში საგნობრივი ჯგუფის (ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) მასწავლებლად; • V-VI კლასებში - ერთ-ერთი საგნის (ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება) მასწავლებლად; • განათლების სფეროში ფუნქციონირებად ორგანიზაციებში; • ტრენერად არაფორმალურ განათლებაში და ა.შ.; კურსდამთავრებულს ენიჭება: განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მასწავლებლის სქემაში შედის: უფროსი მასწაბლებლის სტატუსით მისაღები კონტინგენტი: 200 (მ.შ. დაფინანსებადი - 180) რეგისტრაციის ვადები: პროგრამის დამატების საშუალება აბიტურიენტებს შეეძლებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთი დღის განმავლობაში, მიმდინარე წლის 16 აგვისტომდე!

პროგრამაზე დარეგისტრირებაში დახმარების მსურველთათვის ფაკულტეტი ატარებს ღია შეხვედრებს შემდეგი განრიგით:

13.08.18, ორშაბათი - 15-18 სთ;

14.08.18, სამშაბათი - 09-18 სთ;

15.08.18, ოთხშაბათი - 09-18 სთ;

შემდეგ მისამართზე: 59, თამარ მეფის ., ქუთაისი, აწსუ, II კორპუსი, აუდიტორია №2405.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანატს: ტელ.: 577131817 ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.