ტრენინგი „ ბავშვთა უფლებების ჩართვა კურიკულუმებში“

ა/წ 4-5 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „იუნისეფის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ ბავშვთა უფლებების ჩართვა კურიკულუმებში“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრენინგი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა პირველად. ტრენინგს უძღვებოდა დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთ ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ტრენინგ-სემინარის მიმდინარეობისას განხილული იქნა ბავშვთა უფლებები კონვენციის შექმნის ისტორია, ევოლუცია, შინაარსი, ზოგადი პრინციპები და მახასიათებლები. ასევე, ბავშვთა უფლებების სისაბუსის სწავლების მეთოდოლოგია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.