გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ეგიდით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი, აგრძელებს ლექციათა ციკლს ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

2021 წლის 27 მაისს, აკაი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქობულაძემ ჩაატარა ლექცია, ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძრვანელებთან და მეთოდისტებთან თემაზე: ბავშვთა უფლებების კონვენცია და ადრეული ინკლუზიური განათლება. ლექციას ესწრებოდა პედაგოგირი ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი.

ლექციის მსვლელობის პერიოდში გაიმართა საინტერესო დისკუსია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.