2018 წლის 14 ივნისს გაიმართა პედაგოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „დაწყებითი განათლება“ 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ღონისძიება.

2018 წლის 9-10 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული IX საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები” მიძღვნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფოო უნივერსიტეტის 85 წლის იუბილისადმი.

2018 წლის 15 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტთან არსებული კლუბის -  „პედაგოგიური საუბრები“ შეხვედრა ოტია იოსელიანის შემოქმედებასთან. სტუმარი რამაზ (ბაჩო) იოსელიანი.

2018 წლის 17-18 მაისს გაიმართა სტუდენტთა 38-ე სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 85 წლის იუბილისადმი.

2017 წლის 27 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტში შედგა პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის მკვლევარის, გიორგი თავზიშვილის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.