ისტორია

საქართველოში პროფესიული განათლება წარმოადგენს პრიორიტეულ მიმათულებას, რომლიც აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის პროგრამაში  და  საქართველოს „პროფე-სიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში“
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიით განსზღვრულია, რომ იგი ახორციელებს როგორც აკადემიურ ასევე პროფესიულ პროგრამებს. აგრეთვე სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს თავის საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით იგი უზრუნველყოფს ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების პროგრამებისა და სერვისების მიწოდებას, ახალი ცოდნის გენერირება-გავრცელებას და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩართულია საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
პროფესიული განათლების მიმართულება აწსუ-ს სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც აისახა კიდეც როგორც პროფეფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სტრატეგიაში ასევე 2018-2024 საუნივერსიტეტო სტრატეგიაში.
უნივერსიტეტი 2011 წლიდან ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლ პროგრამებს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერია რეგიონში. უნივერსიტეტს მოპოვებული აქვს 56 საგნობრივი პროგრამის  და 11 მოდულური პროგრამის განხორციელების უფლება, თუმცა მათგან ამ ეტაპზე ხორციელდება 11 საგნობრივი (მილევადი) და  10 მოდულური (მათგან 2 მილევად რეჟიმში) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2013 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებდა „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, რომლის ფარგლებში აწსუ შერჩეული იყო როგორც ერთ-ერთი საპილოტო პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება. ამ პროგრამის ფარგლებში აწსუ-ის აკადემიური და მოწვე-ული პერსონალი აქტიურად ჩაერთო მოდულური პროფესიული პროგრამების ახალი სტანდარ-ტების და ჩარჩო დოკუმენტების შექმნის პროცესში, აგრეთვე მათი  ჩართულობით მოხდა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფა, განხორციელდა ინფრასტუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განვითარება და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ბაზრის კვლევა უნივერსიტეტის გამოყენებული იქნა მოდულირი პროგრამების შემუშავებაში
წლების განმავლობაში უნივერსიტეტს დაუგროვდა პოზიტიური გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია პროფესიულ საგანმანათლებლო პრგრამების შემუშავების, განხორციელების საკითხში, ასევე გააჩნია გამართული და PCDA ციკლზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს ჩართული არის მაღალკვალიფიცირებული უნივერსიტეტის პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები, გააჩნია სათანადო დონის მატერიალური-ტექნიკური ბაზა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.