req-aparati.jpg

ზოგადი პრინციპები

       აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატი ფუნქციონირებს 2016 წლიდან.

      რექტორის აპარატი წარმოადგენს: უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურას, რომელიც  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით, სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებით და საკუთარი დებულებით.  

     რექტორის აპარატის მიზანია: რექტორის უფლება-მოვალეობათა  სრულფასოვნად შესრულებაში ხელშეწყობა.

     რექტორის აპარატი უფლებამოსილია: მოითხოვოს და მიიღოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისაგან, აპარატის ფუნქციების შესრულებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, ახსნა-განმარტებითი მასალები  და სხვა დოკუმენტები; შეიმუშაოს და რექტორს წარუდგინოს სხვადასხვა პრობლემური საკითხის გადაჭრისთვის წინადადებები და  განახორციელოს რექტორის მიერ აპარატისთვის მინიჭებული სხვა  უფლებამოსილებები.

      რექტორის აპარატის ფუნქციებია:

  • უნივერსიტეტის მართვასთან, სწავლა-სწავლებისა და კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების ხელშეწყობა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციის წარმართვა.
  • უნივერსიტეტის მმართველობითი და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი
  • რექტორატის საბჭოს სხდომებისა და შეხვედრების კოორდინაცია, დოკუმენტირების უზრუნველყოფა, რექტორის მმართველობითი გადაწყვეტილებების იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • რექტორის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა, რექტორის ურთიერთობების კოორდინაცია და სხვადასხვა დაწესებულებებთან (სახელმწიფო, საერთაშორისო, საჯარო, კერძო) თანამშრომლობის უზრუნველყოფა; რექტორის მოქალაქეთა მიღების, კონსულტირების, წერილობით მომართვებზე რეაგირების კოორდინაცია.
  • უმაღლესი განათლების სფეროში სწავლა -სწავლებისა და მეცნიერების საკითხებზე მსოფლიოსა და საქართველოში არსებული პრაქტიკის შესწავლა და ანგარიშების მომზადება, რექტორის დავალებით უნივერსიტეტის სახელით ოფიციალურად ინფორმაციის მომზადება და გავრცელება

        რექტორის აპარატი პასუხისმგებელია: მისი ფუნქციების შესრულებაზე, რომელსაც ზოგადად ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რექტორი და უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს აპარატის უფროსი.

პერსონალი
ლალი მორჩაძე - ოფის-მენეჯერი
მამუკა აშვეთია - მრჩეველ-თანაშემწე იურიდიულ საკითხებში
საკონტაქტო ინფორმაცია
რექტორის აპარატი
☏ 0431 24 21 73
აპარატის უფროსი
☏ 577 13 15 02
rolandi.kopaliani@atsu.edu.ge
ოფის მენეჯერი
☏ 577 13 15 51
lali.morchadze@atsu.edu.ge
მრჩეველ თანაშემწე იურიდიულ საკითხებში
☏ 577 29 52 88
mamuka.ashvetia@atsu.edu.ge

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.