ლოგისტიკური და საინფორმაციო სისტემის მათემატიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ლოგისტიკური და საინფორმაციო სისტემის მათემატიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი  შეიქმნა 2018 წელს.
დეპარტამენტი სათავეს იღებს 1996 წლიდან ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ფაკულტეტზე მათემატიკური მოდელირებისა და საინჟინრო დისციპლინათა კათედრიდან. სხვადასხვა დროს კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფესორები ავთანდილ თვალჭრელიძე, შალვა დოლბაია, შოთა მჟავანაძე, ზურაბ არქანია, თენგიზ ჭანტურია და სხვ.
1997-2006 წლებში მათემატიკური მოდელირებისა და საინჟინრო დისციპლინათა კათედრა ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამას სპეციალობით “ინფორმაციული სისტემები ეკონომიკაში” და “გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის „ საგანმანათლებლო პროგრამას, 2006-2010 წლებში სამაგისტრო პროგრამას “ინფორმაციული ტექნოლოგიები”, ხოლო 2007-2012 წლებში “საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის უმაღლეს პროფესიულ და “სატრანსპორტო ფირმებში ლოჯისტიკის ოპერატორის” მეოთხე საფეხურის პროფესიულ პროგრამას.
2011 წლიდან საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის იწყებს “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას. შესაბამისად ფაკულტეტზე ყალიბდება ახალი სტრუქტურული ერთეულები მიმართულებების სახით.  2011-2018 წლებში საინჟინრო მექანიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ზურაბ არქანია, ხოლო საზღვაო გადაზიდვებისა და მოდელირების მიმართულებას - ასოცირებული პროფესორი ამირან ბრეგვაძე.
2018 წლის მარტში საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის  დებულებასა და სტრუქტურაში განხორციელდა ცვლილება და ჩამოყალიბდა ლოგისტიკური და საინფორმაციო სისტემის მათემატიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი,   რომელიც აერთიანებს 5 აკადემიურ პერსონალს. დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს ორი საფეხურის - “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” საბაკალავრო და “საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის” სამაგისტრო პროგრამის  განხორციელებას.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ამირან ბრეგვაძე ასოცირებული პროფესორი
2 ზურაბ არქანია ასოცირებული პროფესორი
3 მანანა ფხაკაძე ასოცირებული პროფესორი
4 ნონა დარასელია ასისტენტ პროფესორი
5 თენგიზ ჭანტურია ასისტენტპროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.