„მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე

20 ივნისს საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამის -„მენეჯმენტის“ პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს და მომავალი ცხოვრების გზა დაულოცეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროგრამის ხელმძღვანელმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოც.პროფ. მანანა ფხაკაძემ წარმატებულ სტუდენტებს საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
წარჩინებულმა სტუდენტმა ირინა ჭანტურიამ სტუდენტების სახელით მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს ნაყოფიერდ გატარებული წლებისთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.