საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტების შემეცნებითი ტური საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში

საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის „მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შემეცნებითი ტურის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურს", რომელიც არის საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორი, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) წევრი.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ფოთის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული სანავიგაციო მოწყობილობათა სისტემების მნათი და არა მნათი სანავიგაციო ნიშნები, ღია ზღვაში განლაგებული კარდინალური და ლატერალური ნიშნები, რომლებიც უზრუნველყოფენ მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას.
ყურადღება მიიქცია ფოთის შუქურამ, რომლის აგების აუცილებლობა განაპირობა 1858 წელს ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადებამ. გემების უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ის 1860 წელს შეუკვეთეს ინგლისში და 1862 წელს შუქურის შემადგენელი კონსტრუქციები ლონდონიდან ტრანსპორტირებული იქნა ფოთამდე ოდესის და ბათუმის პორტების გავლით. თუჯის ფილები ერთმანეთთან ქანჩებით არის დამაგრებული, წონა - 126 ტონა, სიმაღლე 39,8 მეტრი, 152 კიბის უჯრედით.
სტუდენტებმა ინტერესით დაათვალიერეს მასში მოწყობილი მინი მუზეუმი. კოშკურის თავიდან კი ზღვისა და მთელი ქალაქის ხედი გადაიშალა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.