„მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით სს „ვი თი ბი ბანკის“ მმართვლი გური ჭანუყვაძე საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ადმინისტრაციის ჩართულობით შეხვდა „მენეჯმენტის“ სპეციალობის სტუდენტებს და ჩაატარა მათთან გასაუბრება.

ბანკის წარმომადგენელმა დასაქმების შემდგომი ეტაპისათვის რამოდენიმე კანდიდატი შეარჩია. მათგან კურსდამთავრებული ლიკა ქობალია დასაქმდა „ვი თი ბი ბანკის“ ფოთის ფილიალის სერვის ცენტრში.
სს „ვი თი ბი ბანკის“ მმართვლის გადაწყვეტილებით „მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებას პერმანენტული სახე მიეცემა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.