აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, 11 უცხოური და 9 ქართული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში.  სტუდენტების ირაკლი მაისურაძის, ნიკა ბუკიას, თამარ ქორიძის და თეიმურაზ გვათუას ონლაინ კონფერენციაზე წარდგენილმა თემებმა, მენეჯმენტის სფეროში არსებულ  თანამედროვე გამოწვევებზე,  მონაწილეთა ინტერესი გამოიწვია.    

სტუდენტებმა კარგი გამოცდილება მიიღეს  ონლაინ აკადემიურ სფეროში თვითწარმოჩენის, რეპრეზენტაციის კულტურის ჩამოყალიბების    კუთხით. აღნიშნულით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა სტუდენტებში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაცნობიერების ხელშეწყობის კუთხით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.