საბაკალავრო პროგრამის – „მენეჯმენტი“ – სტუდენტები მალტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) მიერ 2021 წლის 2-4 ივნისს ჩატარებულ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა IX საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინკონგრესზე

ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტისა და, შესაბამისად, ფოთის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სამყაროში პანდემიით განპირობებულმა გამოწვევამ, კომუნიკაციის დისტანციურ რეჟიმში დამკვიდრების პრაქტიკამ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტებს შორის კომუნიკაციას. ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა მიეცათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის – „მენეჯმენტი“ – სტუდენტებს მარიამ ფოფხაძესა და თინათინ ფხაკაძეს. ისინი 2021 წლის 4 ივნისს მოხსენებით წარდგნენ მალტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) მიერ ჩატარებულ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა IX საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინკონგრესზე. კონგრესის მთავარი თემაა იყო „ადაპტაცია პანდემიასთან და ახალი მომავალი“.
კონგრესმა საშუალება მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის სამეცნიერო ინტერესები და იდეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.