ახალი სასწავლო წელი საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე

1    ოქტომბერს  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებს საიუბილეო,  85-ე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ღავთაძემ და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიჭინაძემ.
ამ მნიშვნელოვან თარიღს  დაემთხვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის წარმატებით გავლა და საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „მენეჯმენტი“  აკრედიტაციაზე წარდგენა.
გაიმართა   უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდის პრეზენტაცია.
პირველკურსელებს გააცნეს ასევე  უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტური მხარდაჭერის სერვისები.

აწსუ საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტი კანის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „ზღვის ნაპირისა და შესართავების შესახებ“ (ICEC-2018)

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალი  პარტნიორ  - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტთან    ერთად  მრავალი  წელია ანხორციელებს  ერთობლივ  სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს  შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში   შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი   წარდგენილი იქნა  პოსტერული მოხსენების სახით  საფრანგეთში, კანში მიმდინარე წლის 20-23 აგვისტოს  ჩატარებულ  მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე „ზღვის  ნაპირისა და შესართავების შესახებ“  (ICEC-2018).
კონფერენციაზე წარდგენილმა  ნაშრომმა დიდი  ინტერესი გამოიწვია    დარგის   სამეცნიერო წრეებში.  
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან კონფერენციაზე მივლინებული მეცნიერები  მსოფლიო სამეცნიერო წრეებში  ავტორიტეტული   კონფერენციის პირველი ქართველი მონაწილეები არიან.
კონფერენციაზე მეცნიერთა  მონაწილეობა დაფინანსებული იქნა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

შეხვედრები საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან

ინსტიტუციონალური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.

შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია

საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო შეხვედრები საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებთან

გაიმართა პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო შეხვედრები საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებთან „მენეჯმენტის“ საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.