ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქალაქ ფოთის  ხელისუფლების, კოლხეთის ეროვნული პარკის, ეი პი ემ ტერმინალს ფოთის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ ორგანიზებით ქ.ფოთის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში აქტიურად ჩაერთნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ნარჩენებისაგან დასუფთავდა კუნძულის უბნის შავი ზღვის სანაპირო ზოლი.

20 ივნისს საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამის -„მენეჯმენტის“ პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს და მომავალი ცხოვრების გზა დაულოცეს ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროგრამის ხელმძღვანელმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა.

2018 წლის 14 დეკემბერს  აწსუ საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ჩართულობით და ინიციატივით, შეხვდნენ   უნივერსიტეტის   სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ისეთი სერვისები,  როგორიცაა:  ომბუდსმენი,  ფსიქოლოგი,  კარიერული  განვითარება,  ტუტორები.

გაიმართა აწსუ საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ტრადიციული, საგანმანათლებლო შეხვედრები ფოთის საშუალო სკოლების მოსწავლეებთან.

მიმდინარე წლის ნოემბერში საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის სატრანსპორტო და ბიზნეს პროცესების დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა (ასოც.პროფ. ლალი ხარბედიამ, ასისტ.პროფ. ბ.დავითაიამ და ასისტ.პროფ. მზ.ბჟალავამ) მონაწილეობა მიიღო შპს "ევროპის აკადემიური ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კონფერენციაში „ეფექტური გაყიდვები და მარკეტინგი“.