ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

2021 წლის 3-4 ივლისს ატარებს პროფესორ ალფრედ კურატაშვილის დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები“

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „მენეჯმენტის“ კურსდამთავრებულთა შეზღუდულმა რაოდენობამ არატრადიციულად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით,  ღია სივრცეში აღნიშნა უნივერსიტეტში სწავლის დასრულება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2020 წლის 24 ივლისს გაიმართა მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტზე განხორციელებადი მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლალი ხარბედია.

საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტმა მარიკა წოწონავამ, მიმდინარე წლის 18 ივნისს  ჩაატარა  ვებინარი თემაზე: „როგორ შევადგინოთ სწორად CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი“.