უნივერსიტეტის კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა კობახიძის პროექტი "კვლევის პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში" განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ 27 000 ლარით დააფინანსა.

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აკაკი წერეთლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს ტრენინგს კვლევის თვისებრივ მეთოდებში. ტრენინგის მიზანია თვისებრივი კვლევის მეთოდების თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენების ტექნიკის დაუფლება. ტრენინგის პირველი ეტაპი გაგრძელდება ორ დღეს და მოიცავს 10 საათს. მონაწილეები გაეცნობიან ჯგუფებში ინტერვიუს ჩატარების ტექნიკებს, ჩატარებული ინტერვიუს ტრანსკრიპტისა და შედეგების ანალიზის დოკუმენტურ მეთოდს, ასევე მონაცემების წარმოდგენისას ჯგუფის დინამიკის შესწავლას და ტიპოლოგიზაციის ტექნიკას. ტრენინგის მეორე და მესამე სესია დაეთმობა კონტენტ ანალიზსა და დაფუძნებული თეორიას. მონაწილეები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობიან თვისებრივი კვლევის ამ მეთოდების მახასიათებლებსა და ანალიზის ტექნიკებს. პირველი სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებას - ინტერვიუს ტრანსკრიპტს, რომლის ჯგუფურ კოდირებასა და ინტერპრეტირებას (კონტენტ ანალიზის მიხედვით) დაეთმობა ტრენინგის მეორე ეტაპი 2 კვირის შემდეგ.

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების მიზანია ცენტრის მიერ ჩატარებული ერთწლიანი კვლევის პირველადი შედეგების წარდგენა ფაკულტეტებზე. აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებდა აკადემიური პერსონალის საჭიროებების შესწავლას სამეცნიერო კუთხით, მათ შორის სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენას და ამ მხრივ რეკომენდაციების შემუშავებას. შეხვედრები უკვე ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკურ, მედიცინის, პედაგოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტებზე.  შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება სტატისტიკური ინფორმაცია და ანალიზი კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის ჭრილში არსებულ  ვითარებაზე გამოქვეყნებების თვალსაზრისით. აგრეთვე რეკომენდაციები შიდასაუნივერსიტეტო მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ.

კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი აკაკი წერეთლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს ვორქშოპს თემაზე - ადგილობრივი გრანტები და საგრანტო განაცხადის მომზადება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან საქართვლოში სამეცნიერო გრანტებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, არსებულ პრაქტიკას, დონორი ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას და ა.შ. გარდა ამისა, განხილული იქნება სსიპ - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში არსებული გრანტები და ფონდის მუშაობის სპეფიციკა. პრაქტიკული მაგალითების (უნივერსიტეტში უკვე მოპოვებული გრანტების) გამოყენებით მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია განაცხადის მომზადების ტექნიკასთან დაკავშირებით.

ვოქშოპი გაიმართება პერიოდულად, აკადემიური პერსონალის მოთხოვნის შესაბამისად.

ჯგუფში მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა - 20.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/gCdxb8BbnxD3cuWH9 ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის "Support on Skills Development and Matching for Labour Market Needs'/Skills for Jobs Programme Phase 2" ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ა.შ.