sport.jpg
  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრი თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე  აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და წინამდებარე დებულებით.
ცენტრი ხელმძღვანელობს და ახორციელებს უნივერსიტეტში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო საქმიანობას;
ცენტრის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტში კულტურულ-შემოქმედებითი, სასწავლო-სახელოვნებო მრავალსპექტრიანი საქმიანობა, საუნივერსიტეტო შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და ამასთან დაკავშირებული განვითარების ერთიანი კულტურული პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სტუდენტებისა და პერსონალის შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმაზე ზრუნვა, მათი ნიჭისა და სურვილის გათვალისწინებით;
გ) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება, უნივერსიტეტის სტუდენტების ჰარმონიული განვითარებისა და სახელოვნებო სივრცეში მოზიდვის მიზნით;
დ) უნივერსიტეტის  სტუდენტების ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში;
ე) საქართველოში ხალხური ფოლკლორის შენარჩუნებაზე, განმტკიცებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
ვ) საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებების, უნივერსიადების ორგანიზება სტუდენტ-ახალგაზრდობასა და თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
ზ) სპორტულ ღონისძიებებში სტუდენტ-სპორტსმენთა მოზიდვა და ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, მათთვის ხელშეწყობა მსოფლიო და ქვეყნის  მასშტაბით უნივერსიადებში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის სახელით;
თ) გამაჯანსაღებელი და სპორტული ღონისძიებების მომზადება, სპორტული ბაზებისა და ინვენტარის მოწესრიგება;
კ) წარმატებული სპორტსმენებისათვის სპონსორების მოძიება და მათთვის მაქსიმალური ხელშეწყობა.
 ლ)  ახალგაზრდობის პოზიტიური განვითარების მხარდაჭერა - პროცესი, რომელიც გულისხმობს იმ საჭიროებების შესწავლას, რაც დაკავშირებულია ახალგაზრდობის შემეცნებით, სოციალურ, ფიზიკურ, ემოციურ და მორალურ ზრდასთან. პროცესი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდას საკუთარი შესაძლებლობების და უნარების განვითარებასა და რეალიზაციაში.
მ)  უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს, რომ ახალგაზრდები ორიენტირებულები იყვნენ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე, აცნობიერებდნენ, რომ  ახალგაზრდული  ასაკი საუკეთესო პერიოდია საკუთარი პროფესიისა, თუ სხვა დამატებითი უნარ-ჩვევების მისაღებად, გააჩნდეთ შესაბამისი  სურვილი და მოტივაცია დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე;
პერსონალი
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა  ცენტრის პერსონალი:

ცენტრის უფროსი  -    მინდია ბერეკაშვილი
კულტურის მიმართულების კოორდინატორი-ლევან კვატაშიძე
ედუარდ მურცხვალაძე ანსამბლ ,,კოლხას“ ხელმძღვანელი
თეონა გაგოშიძე -   ანსამბლ ,,კოლხას“ ქორეოგრაფი
ლაშა კვერნაძე  - ანსამბლ ,,კოლხას“ მუსიკალური გამფორმებელი
გიორგი ონიანი  - ანსამბლ ,,კოლხას“ მუსიკალური გამფორმებელი
მაიზერ გაზდელიანი ანსამბლ ,,ადილას“ მუსიკალური ხელმძღვანელი
ნოდარ ბერეკაშვილი -  ანსამბლ ,,ადილას“ რეპეტიტორი  
ხათუნა ბუხაიძე  - სამეჯლისო ცეკვის მასწავლებელი
ს პ ე ც ი ა ლ ი ს ტ ე ბ ი  :     
 ვასო მახარაძე  - (საერთო ფიზიკური მომზადების სპეციალისტი)
ანა რობაქიძე -  (ცენტრის სპეციალისტი)
მელანია კარანაძე -  (კულტურის მიმართულების სპეციალისტი}
 სპორტული მიმართულების კოორდინატორი-დემურ ფირცხალავა
 სპორტული სექციები:
ფუტსალის სექცია-  ამირან თორთლაძე
კარატეს სექცია-  ალეკო დოლაბერიძე  
ჭიდაობა და სამბო -  გენადი ჩირგაძე
მძლეოსნობის სექცია - ანჯიკო  ჯიშკარიანი
ფრენბურთის სექცია-ვანო ავალიანი
მაგიდის ჩოგბურთის სექცია - მურმან მჭედლიძე  
კალათბურთის სექცია - კობა კირთაძე
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ მეფის ქ. №59,
უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი №1138.
ტელ: (02431) 252876

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.