ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად არისტოტელეს უნივერსიტეტში, თესალონიკი, საბერძნეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი - 5 თვე, 1 ადგილი
აკადემიური პერსონალი: 2017-2018 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი -7 დღე, 1 ადგილი
ადმინისტრაციული პერსონალი 2017-2018 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრი : - 7 დღე, 1 ადგილი

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი სტუდენტებისათვის:
1. CV (Europass)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ფოტოსურათი
4. სამოტივაციო წერილი
5. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
6. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
7. სტუდენტის ცნობა
8. სასწავლო ხელშეკრულება (იხილეთ დანართი)


აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის
1. CV (Europass)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამუშაო ადგილიდან
4. მობილობის ხელშეკრულება
5. თანხმობის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 მარტამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
სტუდენტები: https://eurep.auth.gr/en/students/international/studies/online_application

აკად.პერსონალი: https://eurep.auth.gr/en/staff/international/teaching/general_information

ადმინ. პერსონალი: https://eurep.auth.gr/en/staff/international/training/general_information

ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.