აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს
2017 – 2018 სასწავლო წელს სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის (გერმანია)
მიერ გამოცხადებულ სამთვიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის

კონკურსი ტარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის (გერმანია) შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აწსუ ტურიზმის სპეციალობის ძირითადი და მაინორის პროგრამების სტუდენტებს.

აუცილებელი პირობაა გერმანული ენის A2 - B1 დონეზე ცოდნა
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მარტი
ენის დონის დასადგენი ტესტირება ჩატარდება 2018 წლის 27 მარტს , 14.00 საათზე
ზეპირი გასაუბრება (როგორც სერთიფიცირებულთათვის ისე ტესტირება გავლილთათვის)
ჩატარდება 2018 წლის 28 მარტს, 14.00 საათზე

საჭირო დოკუმენტაცია:
1. განცხადება პროექტში მონაწილეობის სურვილის შესახე
2. პირადობის მოწმიბის ასლი (მისივე დედანის წარმოდგენით)
3. სტუდენტის ცნობა ნიშნების ფურცელი
4. A2 - B1 დონის ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
5. CV ქართულ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები დაწვრილებითი ინფორმაციისა და საგანაცხადო ფორმისათვის გთხოვთ მობრძანდეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში.
აწსუ III კორპუსი, V სართული, ოთახი №3504

იხილეთ განაცხადის ფორმა

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.