სტრატეგიული გეგმა

აკადემიური საბჭოს დადგენილება №47 (17/18) აწსუ-ს მისიის; სტრატეგიული განვითარების გეგმისა (შვიდწლიანი) და სამოქმედო გეგმის (სამწლიანი); სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგის; სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის მექანიზმების დამტკიცების შესახებ

უნივერსიტეტის ისტორია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია რვა ათწლეულის წინათ დაიწყო და, ამჟამად, იგი საქართველოში შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის კულტურულ-ინტელექტუალური და ზნეობრივი აღზრდის საქმეში. კადრების მომზადების, სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და მოწინავე ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული ფართო კავშირების შედეგად უნივერსიტეტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც, ამ დროიდან მოყოლებული, 1933 წლამდე, თბილისში ფუნქციონირებდა. 1933 წელს ხსენებულმა ინსტიტუტმა ამავე წლის 13 თებერვლიდან ქუთაისში განაგრძო ფუნქციონირება. 1933-1990 წლებში სასწავლებელი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა.
1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა, რაც ლოგიკური დაგვირგვინება იყო იმ დიდი საქმიანობისა, რომელსაც ინსტიტუტი წარმატებით ეწეოდა მისი არსებობის თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ოფიციალური სტატუსი 1973 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა და იგი საზეიმოდ 1974 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. სასწავლებელს 1977 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა. 1992 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და იგი ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტად იწოდებოდა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის № 353 დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუერთდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის მომსახურების მოტივით 1952 წელს მის ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში ქუთაისში გაიხსნა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1959 წელს იგი გადატანილ იქნა სოხუმში (აფხაზეთი) - ტიპიურ სუბტროპიკულ ზონაში- და ეწოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი.
მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, ინსტიტუტი ლტოლვილის სტატუსით კვლავ ქუთაისში აღმოჩნდა. პროფ. ვ. ფრუიძის ხელმძღვანელობით ინსტიტუტში აღდგა სასწავლო პროცესი, რაშიც, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქალაქის წარმოება-დაწესებულებებს.

უნივერსიტეტის მისია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებსს და ეწევა აქტიურ კვლევით საქმიანობას.
უნივერსიტეტი, ეფუძნება რა ფაზისისა და გელათის აკადემიების ტრადიციებს, „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ პრინციპებსა და უმაღლესი განათლების ეროვნულ და ევროპულ სტანდარტებს, ისწრაფვის, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა, ხელი შეუწყოს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, აღზარდოს პროფესიონალები და ლიდერები.
უნივერსიტეტი აცნობიერებს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით, იგი უზრუნველყოფს ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების პროგრამებისა და სერვისების მიწოდებას, ახალი ცოდნის შექმნა-გავრცელებას და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩართულია საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

უნივერსიტეტის ხედვა

უნივერსიტეტის ხედვაა - ქვეყნის მასშტაბით იყოს ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტი და ჰქონდეს სულ უფრო მზარდი საერთაშორისო რეპუტაცია, შეძლოს მოიზიდოს და შეინარჩუნოს მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები.
უნივერსიტეტი უნდა უზრუნველყოფდეს რეალურ საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამების და შესაბამისი ადამიანური რესურსების უწყვეტ და დინამიურ განვითარებას და სთავაზობდეს მრავალფეროვან სტუდენტურ სერვისებს და ხელშემწყობ გარემოს სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრებისა და პიროვნული განვითარებისათვის.
უნივერსიტეტი სულ უფრო უნდა აძლიერებდეს კვლევით საქმიანობას, მან უნდა უზრუნველყოს ღია აკადემიური სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისათვის და უფრო აქტიურად იყოს ჩაბმული რეგიონისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

უნივერსიტეტის სამოქმედო პრინციპები

ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპები ჩამოყალიბებულია, რათა საფუძველი ჩაუყაროს ჩვენს ღირებულებებზე დაფუძნებულ მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებას იმისათვის, რომ ცხადი გავხადოთ, თუ რას ველით საკუთარი თავისა და ერთმანეთისგან, რას ვქმნით საზოგადოებისათვის:


1. პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე - მართვის ყველა დონეზე ხარისხიანი ხელმძღვანელობის სისტემა და ხარისხის კულტურა აწსუ-ს თითოეული წევრის საქმიანობასა და უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესში;
2. საუნივერსიტეტო საზოგადოებაზე, სოციუმზე ორიენტირება - აწსუ-ს სტრატეგია დაფუძნებულია მაღალმოტივირებული სტუდენტების მოზიდვასა და გამორჩეული მკვლევრების ჩართვაზე თითოეულ პროგრამასა და საქმიანობის ყველა სფეროში. აწსუ ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაზე, მხარს უჭერს პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განაწილებას საუნივერსიტეტო მიზნების მიღწევისა და განხორციელებაში თანამშრომლების ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად;
3. ხარისხზე ორიენტირება - მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა როგორც სწავლა/სწავლების, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ისე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროში;
4. აკადემიური თავისუფლება - აწსუ აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და სტუდენტები სრულიად თავისუფალნი არიან საკუთარი სამეცნიერო-აკადემიური პროფილის ფორმირებასა და განვითარებაში, ახალი ცოდნის შექმნაში, საზოგადოებაში მისი ღია განხილვისა და გავრცელებისათვის შესაძლებლობების ძიებაში. აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფს აღმასვლას ,,თანამედროვე უნივერსიტეტიდან თავისუფალ აზროვნებამდე’’;
5. ღიაობა და მრავალფეროვნების პატივისცემა - უნივერსიტეტის ყველა წევრისათვის (განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა, სქესისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვ.) თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების შექმნის მხარდაჭერა;
6. აკადემიური კულტურა - უნივერსიტეტში არსებული კოლეგიალური გარემო ეფუძნება აკადემიური ეთიკის პრინციპებს, ურთიერთპატივისცემას, ორმხრივ ინტერესს, მხარდაჭერასა და სამართლიან ურთიერთობებს;
7. გუნდურობა - თანამშრომლებს შორის ღია კომუნიკაცია, კოლეგიალობა, გუნდური მუშაობა, ჰარმონიული და დინამიური ურთიერთობები;
8. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა - კვლევა ქმნის საფუძველს აწსუ-ში სხვადასხვა აქტივობისათვის, მათ შორის, პროგრამების განვითარებისა და საზოგადოებისათვის ცოდნის გავრცელების მრავალფეროვანი ფორმების შესათავაზებლად (ფორმალური და არაფორმალური განათლება, დისტანციური და ელ-სწავლება, უწყვეტი განათლება და ა.შ.). ტრადიციების პატივისცემითა და საკუთარი სრულყოფილებისაკენ სწრაფვით უნივერსიტეტი განაპირობებს საზოგადოების დინამიურ განვითარებას.

უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის განაცხადი

უნივერსიტეტის სოციალური პასუხიმგებლობის პოლიტიკა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს და მდგრად განვითარებას.
სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მიხედვით უნივერსიტეტი წარმოჩნდება ზეგავლენის შემდეგი ტიპებით:

მდგრად განვითარების პრინციპების შესაბამისად უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პროგრამები. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ქვეშ, უნივერსიტეტი განავითარებს როგორც საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურეობას, ასევე მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლებას. უნივერსიტეტი, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე, განიხილავს სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოების, ისე ქალაქის, რეგიონის და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. უნივერსიტეტი თავის უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვას, როგორც საუნივერსიტეტო საქმიანობაში, ისე საზოგადოებაში. შესაბამისად, აწსუ-ს კურსდამთავრებულებს აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, აცნობიერებენ ეთიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება შეხვდეთ სამუშაო ადგილებზე.

1. სოციალური პროგრამები ან/და ღონისძიებები

მიმდინარე და დაგეგმილი

დასაგეგმი

უნივერსიტეტი დაინტერესებულია ადგილობრივი და რეგიონული თემის სოციალური განვითარებით და ურთიერთსასარგებლო

თანამშრომლობით, რისთვისაც ახდენს სხვადასხვა სოციალური პროგრამის რეალიზებას, ხელს უწყობს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართვას

საქველმოქმედო საქმიანობაში.

1.1. საზოგადოებისათვის სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტების ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფა;

1.2. ადგილობრივი და რეგიონის თემისათვის ჯანდაცვითი

პროგრამების განხორციელება და სამედიცინო მომსახურება;

1.3. საქველმოქმედო და მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება და მხარდაჭერა მათთვის, ვისაც სჭირდება დახმარება (მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად

დაუცველები).

1.4. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება სოციალურად დაუცველებისთვის;

1.5. ახალგაზრდების ქცევის ცვლილებებზე მიმართული

პროგრამების განხორციელება, როგორიცაა კორუფცია,

საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესები, ნარკოტიკების

მოხმარება და სხვა.

2. კულტურული პროგრამები ან/და ღონისძიებები

უნივერსიტეტი თავად არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი და ზრუნავს ამ მემკვიდრეობის დაცვაზე და განვრცობაზე, ასევე თანამედროვე კულტურის წარმოჩენა- განვითარებაზე. უნივერსიტეტის მდებარეობა ქუთაისში - ევროპის უძველეს ქალაქში, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს უნივერსიტეტის კულტურული

პროგრამების შინაარსს, რომელიც მიმართულია ქართული კულტურის ტრადიციების შენარჩუნებაზე და

პოპულარიზაციაზე, თანამედროვე კულტურული ცხოვრების განვითარებაზე.

2.1. უნივერსიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის მოღვაწეობა და

შესაბამისი კონცერტები;

2.2. უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის მოღვაწეობა და შესაბამისი სპექტაკლები;

2.3. უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრების

გამოფენა/ჩვენება;

2.4. საერთაშორისო და რეგიონული სამეცნიერო და პრაქტიკული

კონფერენციები;

2.5. კულტურული მემკვიდრეობის შენობების დაცვა.

2.6. უნივერსიტეტის მუზეუმი და სამუზეუმო ექსპონატების დაცვა.

3. ეკონომიკური პროგრამები ან/და ღონისძიებები

აწსუ-ს აკადემიური და პროფესიული პროგრამების, ასევე კვლევითი საქმიანობის მრავალფეროვნება განაპირობებს უნივერსიტეტის

ჩართულობას და მისი კურსდამთავრებულების დასაქმებას საქმიანობის ყველა სფეროში.

3.1. ადგილობრივი და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები

3.2. სასტიპენდიო პროგრამები აწსუ-ს

სტუდენტებისათვის;

3.3. ბიზნეს ინკუპატორების დაარსება ან ხელისშეწყობა;

3.4. უფასო ბიზნეს კონსულტაციების გაწევა - ბიზნეს საკონსულტაციო

ცენტრის დაარსება;

3.5. დასაქმების ბაზრის კვლევა და განვითარების ტენდენციების გამოვლენა;

3.6. რეგიონის ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის გაუმჯობესებასა და რეკლამირებაზე

მიმართული ღონისძიებები;

3.7. მონაწილეობა რეგიონის და ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავებასა და

განხორციელებაში

4. გარემოსდაცვითი პროგრამები ან/და ღონისძიებები

უნივერსიტეტი ისწრაფვის თავის საქმიანობაში დანერგოს

თანამედროვე გარემოსდაცვითი მიდგომები, სტუდენტებს და სხვა

დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ორიენტირებული აკადემიური და

პროფესიული პროგრამები,

პრაქტიკულად დანერგოს მწვანე მიდგომები უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, განავრცოს არსებული ცოდნა საზოგადოებაში, ხელი შეუწყოს

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას და შესაბამისი მიდგომების დანერგვას.

4.1. საუნივერსიტეტო სასწავლო კურსი

„გარემოსდაცვა და მდგრადი განვითარება“ (სავალდებულო გარკვეული მიმართულებების

სპეციალობებისათვის);

4.2. საზოგადოებაში გარემოსდაცვით საკითხებზე დიალოგის და საზოგადოებრივი ცნობიერების

ამაღლების ხელშეწყობა;

4.3. სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე განხილვისა და კვლევების განსახორციელებლად

პროგრამების დანერგვა;

4.4. ლოკალური და რეგიონალური ბიზნესის წარმოებისას ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების პროპაგანდა

და დანერგვის ხელშეწყობა;

4.5. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და თემში მწვანე ნარგავების მოვლა-

პატრონობა და განვითარება;

4.6. ნარჩენების სეპარირების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა (მაგ. მწვანე ყუთი);

4.7. გამოყენებული მასალების მეორადი

გამოყენების წახალისება;

4.8. ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ფართო დანერგვა;

4.9. ქაღალდის გამოყენების შემცირების მიზნით ელექტრონული

დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული სწავლების სისტემის დანერგვა.

5. საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურეობა

უნივერსიტეტი წარმოადგენს გამოცდილებისა და

პროფესიონალური ცოდნის გაზიარების წამყვან ცენტრს საზოგადოებისათვის.

5.1. უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა აწსუ იურიდიული კლინიკების

მიერ;

5.2. სტუდენტთა ომბუცმენის ინსტიტუტი განვითარება;

5.3. მედიაციისა და კონფლიქტების

გადაწყვეტის ცენტრის საქმიანობა;

5.4. უფასო კონსულტაციები

აბიტურიენტებისთვის;

5.5. პროფესიონალური ცოდნის გაზიარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტი

„სამეცნიერო პიკნიკი“;

5.6. უნივერსიტეტის თანამშრომელთა ინდივიდუალური პროფესიონალური კონსულტაციები და ინტერვიუები მედია-წარმომადგენლებისათვის;

5.7. სხვადასხვა საექსპერტო მომსახურეობები პროფესიონალური კონსულტაციები უნივერსიტეტის აკადემიური რესურსებისა და

მატერიალური ბაზის გამოყენებით.

6. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპების განხორციელება

უნივერსიტეტი ისწრაფვის უზრუნველყოს სწავლის, მომსახურებისა და კვლევის შესაძლებლობები ყველა

დაინტერესებული პირის

პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე.

6.1. უწყვეტი განათლების განვითარების მიზნით მრავალფეროვანი და მოქნილი საგანმანათლებლო

პროგრამების (მოდულები, კურსები) განხორციელება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის, სხვადასხვა ასაკის, სოციალური ფენისა და განათლების პირებზე (საზოგადოების ფართო

ფენების ჩართვის მიზნით);

6.2. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ განვითარების

მიზნით;

6.3. შიდასაუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პროგრამები აწსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, სამსახურში ახლადაყვანილი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის,

პიროვნული და პროფესიული

ზრდისათვის.

არსებული სიტუაცია და გამოწვევები

6.1. გამოწვევების ანალიზი
გლობალიზაციის პროცესების გაღრმავებასთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლების წინაშე ახალი მიზნები დგება. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია: პროფესიონალი კადრის მომზადება, რომელსაც შეეძლება გლობალური ბაზრის შეცვლილ პირობებში ეფექტიანად მუშაობა. გლობალიზაცია განათლების სფეროში ახალ შესაძლებლობებს უქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაგან აღსანიშნავია მოთხოვნის დივერსიფიკაცია, ფასიან განყოფილებებზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვით ფინანსური შემოსულობების ზრდა, საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება და საკუთარი სტუდენტების სწავლება უცხოეთის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლებისა და კვლევების ხარისხის ამაღლება სტუდენტებისა და პედაგოგების ცოდნის საერთაშორისო გაცვლის პროცესში ჩართვის გზით და ა.შ.
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება უმაღლეს სასწავლებლებს შორის ხელს უწყობს ერთობლივი პროექტების, სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამების, უცხოელი სტუდენტებისათვის სოციალური პროგრამების განხორციელებას. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც საერთაშორისო შემადგენლის მუდმივი ინტეგრაცია უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო, კვლევითი და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
თანამედროვე ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა, დისტანციური სწავლების განვითარებამ ეროვნული საზღვრები აბსოლუტურად გამჭვირვალე გახადა საგანმანათლებლო მომსახურებებისათვის. ამან მიგვიყვანა ერთიანი მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზრის ჩამოყალიბებამდე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები სთავაზობენ თავიანთ პროდუქტებს და მომსახურებებს ყველა სტუდენტს, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა და ეროვნული კუთვნილებისა.
ამჟამად დგას უმაღლესი განათლების მსოფლიო სისტემის ისტორიული განვითარების მომენტი, როცა უმაღლესი სასწავლებლების ეროვნული განკერძოებულობა სულ უფრო მეტად მოდის წინააღმდეგობაში თანამედროვე გამოწვევებთან. ეს ფუნდამენტური კონფლიქტი ვლინდება ისეთ საკითხებსა და პრობლემებში, როგორიცაა, კვალიფიკაციის აღიარება, ხარისხის შეფასების საერთაშორისო ფორმების განვითარება და საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს კი ნიშნავს, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე, როგორც საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლები, მუშაობს საერთაშორისო კონკურენციის პირობებში. ის იბრძვის აბიტურიენტებისათვის არა მარტო ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, არამედ საზღვარგარეთის სასწავლებლებთან, ან შუამავლებთან, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს სთავაზობენ თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებს. რამდენადაც სტაბილური იქნება უცხოელი ინვესტორისათვის სიტუაცია ქვეყანაში, იმდენად საინტერესო იქნება ადგილობრივი საგანმანათლებლო ბაზარი საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც. ამდენად, აუცილებელია უნივერსიტეტმა იზრუნოს იმაზე, რომ ღირსეულად მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურენტულ ბრძოლაში.
საგანმანათლებლო საქმიანობის თანამედროვე პირობები ხასიათდება გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილებებით, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ფაქტორები, ფინანსური კრიზისი, ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები, საერთაშორისო კონკურენციის გამძაფრება ელექტრონული და დისტანციური სწავლების ხარჯზე. აღნიშნულ პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭება სწავლა/სწავლების პროცესის ხარისხის სრულყოფის ეფექტიანი მექანიზმების ამუშავებასა და სწავლების ახალი, თანამედროვე ფორმების დანერგვას, ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისების აუცილებლობას, როგორებიცაა კორპორატიული მომსახურება, კონსულტირება, მარკეტინგული კვლევები და სხვა.


6.2. გარემოს (ჩართული მხარეების) ანალიზი
უნივერსიტეტი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ძირითად ჩართულ მხარეებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში. მრავალი წლის განმავლობაში აწსუ-მ პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო საზოგადოებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან. უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაცია-დაწესებულებებთან და გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კურსდამთავრებულებთან, მასმედიის საშუალებებთან სამთავრობო სტრუქტურებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან. აღნიშნული ურთიერთობების განვითარებისას, უნივერსიტეტს არჩეული აქვს ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობისა და თანამშრომლობის სტრატეგია.
უდიდესი ყურადღება ექცევა თანამშრომლობას ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან, ქალაქისა და რეგიონის საწარმოებთან და ორგანიზაციებთან მათი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში ჩართვის, სასწავლო პრაქტიკის ორგანიზების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა აქტუალური პროექტების განხორციელების მიზნით. უნივერსიტეტში არსებული უწყვეტი განათლების ცენტრი, როგორც საზოგადოების ფართო წრეებს, აგრეთვე რეგიონის ორგანიზაცია-დაწესებულებებს უწევს დახმარებას კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებაში. ასევე, რეგულარულად წარმოებს შეხვედრები დამსაქმებლებთან მათი საჭიროებებისა და შრომის ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის შესწავლის მიზნით.
რეგიონის საუკეთესო აბიტურიენტების მოზიდვის მიზნით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
უნივერსიტეტი ცდილობს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან, სპორტულ, კულტურულ, სკოლამდელ დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეისათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცნობიერებს რა საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ პასუხისმგებლობას ქალაქისა და რეგიონის წინაშე, წარმატებით ახდენს საკუთარი მისიის რეალიზებას და წარმოადგენს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-ინტელექტუალურ ცენტრს რეგიონში.
6.3. SWOT ანალიზი
ძლიერი მხარეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაა ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციითა და მრავალფეროვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით. მისი ძლიერი მხარეებია:


* მაღალი ავტორიტეტი და დადებითი იმიჯი;
* მაღალკვალიფიციური აკადემიური, ადმინისტრაციული, სამეცნიერო დასხვა პერსონალი;
* მრავალფეროვანი პროგრამები სწავლების ყველა დონეზე;
* სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების სიმრავლე;
* ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, საკმაოდ განვითარებულიინფრასტრუქტურა და სტაბილური ფინანსური ბაზა;
* დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურითანამშრომლობა;
* სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისგააქტიურების მიზნით, უნივერსიტეტში მოქმედებს სამეცნიერო კვლევითი პროექტების (შიდასაუნივერსიტეტო გრანტების) დაფინანსების სისტემა.

სუსტი მხარეები
პრობლემათა ერთობლიობაში, ანალიზის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყოს შემდეგი სუსტი მხარეები:
* მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად განახლდამატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უნივერსიტეტში კვლავინდებურადარასაკმარისია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიებიდა ლაბორატორიები სტუდენტებისათვის;
* კიდევ უფრო მეტ განვითარებას საჭიროებს სტუდენტური სერვისები;
* არასაკმარისია ელექტრონულიტექნოლოგიებისა და სწავლების თანამდეროვე მეთოდების გამოყენების მაჩვენებელი;
* მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თანამშრომელთა შორისსაშუალო ასაკის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და უცხო ენის მცოდნეპერსონალის შედარებით ნაკლებობა;
* უნივერსიტეტში ჯერაც არსებობს ნაკლებად მოთხოვნადი პროგრამები დამცირეა უცხოენოვანი პროგრამების რიცხვი;
* კვლევითი საქმიანობა არ მიმდინარეობს საკმარისი ეფექტურობითა დაინტენსივობით;
* კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი უკეთესის სურვილს ტოვებს.

შესაძლებლობები
უნივერსიტეტის ძლიერი მხარეების შემდგომი გამყარებისა და სუსტი მხარეების გამოსწორების მიზნით, მიზანშეწონილია ამოქმედებულ და გამოყენებულ იქნას შემდეგი შესაძლებლობები:
* სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, იმერეთისრეგიონში არსებული ბიზნეს გარემოს შესწავლა და ბიზნეს სექტორთანთანამშრომლობა;
* ახალი აკადემიური და პროფესიული პროგრამების (მათ შორისუცხოენოვანი) შემუშავება;
* მოთხოვნისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის მიხედვითარსებული პროგრამების დაჯგუფება. წარუმატებელი პროგრამების მოდერნიზების, შეცვლის, ან შეჩერების კუთხით ზრუნვის გააქტიურება;
* ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდა;
* საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება, როგორც მთლიანად უნივერსიტეტისათვის, აგრეთვე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა ან/და ცალკეული აკადემიური პროგრამისათვის;
* უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა;
* ბიუჯეტის შემოსავლების დივერსიფიცირებისათვის ზრუნვის გააქტიურება;
* საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება;
* ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა პარტნიორი უნივერსიტეტების (საქართველოს და უცხოური) მონაწილეობით;
* აწსუ-ს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე, დისტანციურ სწავლებაზე და არაფორმალურ განათლებაზე ინფორმაციის გავრცელება და მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობა;
* უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის გააქტიურება;
* უნივერსიტეტის განვითარებაში კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა;
* მოთხოვნის არსებობა ბაზრის ახალ სეგმენტებზე (კორპორატიული მომსახურება, კონსულტირება, მარკეტინგული კვლევები და სხვა);
* დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენება;
საფრთხეები
* დაგეგმილი კონტინგენტის მიუღებლობა;
* ფინანსური კრიზისის გაღრმავება და მოსახლეობის სოციალური ფონის გაუარესება;
* უცხოენოვან სტუდენტთა ნაკადის შემცირება;
* დემოგრაფიული პრობლემები;
* უნივერსიტეტის მიერ განხორციელებად პროგრამებზე მოთხოვნის შემცირება;

* ახალი უნივერსიტეტის შექმნა ქუთაისში ან იმერეთის რეგიონში;
* სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დაარსება;
* საერთაშორისო კონკურენციის გამძაფრება ელექტრონული და დისტანციური სწავლების განვითარების ხარჯზე;
* კონკურენტი უნივერსიტეტების პოპულარობის ზრდა;

სტრატეგიული მიმართულებები, მიზნები და შედეგები

დასახული მისიისა და ხედვის რეალიზების მიზნით, უნივერსიტეტის სტრატეგია გამოყოფს 5 ძირითად მიმართულებას. თითოეული მიმართულება მოიცავს სპეციფიურ მოსალოდნელ შედეგებს და მათი მიღწევის გზებს. ეს სტრატეგიული მიმართულებები და მიზნებია:
1. სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარება
სტრატეგიული მიმართულებების მიზნებია:
* საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და კვლევითი საქმიანობის გაძლიერება დასახული ხარისხის მიზნების მიღწევისათვის;
* კურსდამთავრებულთა დასაქმების/თვითდასაქმების მაქსიმიზაცია;
* უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობით საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და საკვანძო გარე ფაქტორების კმაყოფილების უზრუნველყოფა;
* სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევების ეროვნულ დონეზე გამოყენება და საერთაშორისო დონეზე აღიარება;
2. ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება
სტრატეგიული მიმართულებების მიზანია:
* საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
3. საუნივერსიტეტო სერვისების განვითარება
სტრატეგიული მიმართულებების მიზნებია:
* სტუდენტების, აკადემიური, დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალის, დაინტერესებული მხარეების საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე, მრავალფეროვანი სერვისების დანერგვა და ეფექტიანი განვითარება;
* შშმ პირებისათვის მოთხოვნებზე მორგებული სერვისების მიწოდება და ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების განვითარება;
* ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების განვითარება;
4. ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების განვითარება:
* სასწავლო გარემოს გაუმჯობესება თანამედროვე და ინკლუზიური გარემოს მოთხოვნების შესაბამისად, სტუდენტებისათვისა და აკადემიური პერსონალისათვის უკეთ აღჭურვილი, კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც მათ ექნებათ როგორც ხარისხიანი სწავლა-სწავლების, ასევე, აქტიური დასვენებისა და განვითარების შესაძლებლობები;
5. მართვის სისტემის გაუმჯობესება
სტრატეგიული მიმართულებების მიზნებია:
უ*ნივერსიტეტის პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული, მოქნილი და გამჭვირვალე მმართველობითი სისტემის განვითარება.
სტრატეგიას თან ახლავს სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს კონკრეტულ საქმიანობებსა და პასუხისმგებლობებს. მიზნები და მოსალოდნელი შედეგები დაზუსტებულია მიღწევის მაჩვენებლებით, რაც ასახულია სტრატეგიის მონიტორინგის გეგმაში.


1. სტრატეგიული მიმართულება: სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარება
აღნიშნული მიმართულება მოიცავს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ უმთავრეს ღონისძიებებს და მიმართულია უნივერსიტეტის მიზნების შესრულების უზრუნველყოფისაკენ.
შედეგი 1.1.

გაუმჯობესებულია პერსონალის მოზიდვის, შენარჩუნების, შეფასებისა და განვითარების სისტემა.
მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს აკადემიური პერსონალის, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების მოზიდვის, შენარჩუნების, შეფასების, განვითარებისა და კომპეტენციის ამაღლების ხელშემწყობი მექანიზმები. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა მოხდეს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის საქმიანობის განვითარება და ფაკულტეტებთან თანამშრომელობით შესაბამისი სამუშაო პროცესების ფორმალიზება და სრულყოფა.
უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს შეფასების სისტემაზე დაფუძნებული პერსონალის განვითარების პერიოდული გეგმები და უზრუნველყოფილი იქნეს მათი განხორციელება.
ასევე, უნდა მოხდეს მოტივაციის მოქმედი სისტემის კომპლექსური ანალიზი და შემუშავდეს მაღალი შედეგების მქონე პერსონალისათვის წახალისების ეფექტიანი მექანიზმები.
მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს კვალიფიციური, მათ შორის, ახალგაზრდა კადრების მოზიდვაზე.
უნდა შემუშავდეს რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული შეფასების სიტემა.
შედეგი 1.2.

თვითშეფასების შედეგების საფუძველზე ჩატარებულია საგანმანათლებლო პროგრამების ოპტიმიზაცია და პროგრამები გაუმჯობესებულია.
დეკლარირებული კრიტერიუმების საფუძველზე ფაკულტეტები აფასებენ აკედემიურ და პროფესიულ პროგრამებს, იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პროგრამების განვთარების შესაძლებლობის შესახებ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და უზრუნველყოფენ მათ შემდგომ განხორციელებას. მათ შორის იგულისხმება კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კომპონენტის მაქსიმალური სრულყოფა.
პროგრამის განვითარების პროცესში შესაძლოა სხვა საგანმანათლებლო, კვლევით, საჯარო და ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და/ან საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა.
შედეგი 1.3.

მზარდია მაღალმოთხოვნადი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა.
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაზრდის და შესაბამისი რესურსების მობილიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია ქვეყნის ფარგლებში სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი პროგრამების ორგანიზება. ამ ამოცანის შესრულებისათვის, პირველ რიგში, ფაკულტეტების სტრატეგიული გეგმების გათვალისწინებით, უნდა ჩამოყალიბდეს პრიორიტეტული მიმართულებებისა და შესაძლო პარტნიორების შესახებ ხედვის დოკუმენტი და შემდეგ უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ინიციატივების განვითარება და მხარდაჭერა.
შედეგი 1.4.

დახვეწილია ელექტრონული სწავლების სისტემა.
უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების სისტემის (მათ შორის მისი მართვის) მუდმივი გაუმჯობესება, ამავდროულად, თანდათან უნდა გაიზარდოს ელექტრონული სასწავლო რესურსების მოცულობა და სასწავლო პროცესში მათი ინტეგრაციის ხარისხი.
შედეგი 1.5.

დანერგილია დისტანციური სასწავლო კურსები და პროგრამები.
უნდა წახალისდეს დისტანციური სასწავლო კურსების შექმნა. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს არაფომალური განათლების ფარგლებში მათი პილოტირება. უნივერსისტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების დაგროვება, რათა შეძლოს დისტანციური პროგრამების ეფექტიანი განვითარება და დანერგვა საქართველოში საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დისტანციური სწავლების აღიარებისა და ფორმალურ განათლებაში დაშვებისთანავე.
შედეგი 1.6.

კვლევითი პოტენციალი გაძლიერებულია
უნივერსიტეტი, ფაკულტეტების კვლევითი პროფილის შესაბამისად, განსაზღვრავს პრიორიტეტულ კვლევით მიმართულებებს, რომლებითაც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე უნივერსიტეტი კონკურენტუნარიანი იქნება, შეძლებს საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესებას/მოზიდვას და თანამშრომლობას. ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტი ეცდება საერთაშორისო და ეროვნულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, კვლევითი ქსელების შექმნას და/ან არსებულში ჩართვას.
დაგეგმილია კვლევების დაფინანსების შიდასაუნივერსიტეტო სისტემის სრულყოფა და პერსონალის გადამზადება კვლევითი საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენაში. სასურველი იქნება, სპეციალური დამხმარე რგოლის სრულყოფა-განვითარება, რაც პროფესორებს ხელს შეუწყობს საგრანტო პროექტების მომზადებისას (მათ შორის მაგალითად,ბიუჯეტის გათვლებში).
დაგეგმილია impact ფაქტორის და ციტირების მაღალი ინდექსის მქონე ჟურნალების სიის გამოქვეყნება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
უნდა მოხდეს სადოქტორო პროგრამების ხარისხის შიდა მოთხოვნების გამკაცრება, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა სადისერტაციო საბჭოებში და/ან თანახელმძღვანელებად და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.
შედეგი 1.7.

წარმოებს რეგიონის განვითარების პოლიტიკისა და პროცესების ხელშემწყობი კვლევები.
ამ მიმართულებით უნივერსიტეტი რეგიონის, ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით ყველა რელევანტურ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს, რაც უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მისიის განხორციელებას შეუწყობს ხელს; განსაკუთრებით, უნივერსიტეტი ეცდება, ჰქონდეს პარტნიორობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და შესთავაზებს კვლევით (მათ შორის, გამოყენებით, ან უბრალოდ fact finding) პროექტებს რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში; ასევე, უნივერსიტეტი ეცდება, განავითაროს მის ბაზაზე აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიების პლატფორმა.
შედეგი 1.8.

უნივერსიტეტში დანერგილია და ფუნქციონირებს სწავლების ეთიკური პრინციპების, პლაგიატის გამოვლინებისა და აკადემიური არამართლზომიერი ქმედების შემთხვევათა მართვის სისტემა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწოდებულია, უზრუნველყოს სწავლის მაღალი ხარისხი და სანდო შედეგები კვლევითი საქმიანობის ფარგლებში, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ასპარეზზე და ლეგიტიმურია ადგილობრივ კონტექსტში.
აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა კვლევით და სასწავლო საქმიანობაში ამ ხედვის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის სხვა ფორმები საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის იმიჯს და ხელს უშლის უნივერსიტეტის აკადემიური და პროფესიული მიზნების განხორციელებას.
აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის კოდექსი წარმოადგენს უნივერსიტეტის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია პლაგიატისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის სხვა ფორმების პრევენციისა და მართვისკენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებში, რაც ამცირებს სამართლებრივ რისკებს უნივერსიტეტისათვის.


2.სტრატეგიული მიმართულება: ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება.
უნივერსიტეტს, გააჩნია რა მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისოთანამშრომლობის სფეროში, სჭირდება ინტერნაციონალიზაციის რეალური,განხორციელებადი სტრატეგია, რომელიც დაეყრდნობა არსებული მიღწევებისსაფუძვლიან ანალიზს, გაითვალისწინებს ხელმისაწვდომ რესურსებს და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, ქვეყნის შიგნით არსებულ კონკურენციას. სტრატეგიის განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ამ მიზნის გარშემო გაერთიანება.
ინტერნაციონალიზაცია ეხება უნივერსიტეტის ფუნქციონირების ყველა სფეროს და მოიცავს საზოგადოების ფართო სპექტრს.
შედეგი 2.1.

გაზრდილია ადამიანური რესურსების ინტერნაციონალიზაციის პროცესისათვის აუცილებელი კომპეტენციები.
მათ შორის, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება უცხო ენების ცოდნის დონის ამაღლებას. უნივერსიეტეტი მიზნად ისახავს უცხო ენ(ებ)ის ცოდნის დონის მიღწევას ენების ზოგად ევროპულ ჩარჩოსთან მიმართებაში, უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით C1 ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის, C2 – მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისათვის. შედეგის დადგომის მიზნით, ბაკალავრიატის საფეხურზე დაგეგმილია უცხო ენ(ებ)ის დიფერენცირებული კურსების შემუშავება და შეთავაზება და მაგისტრატურის საფეხურზე მეტი უცხოენოვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება. უცხო ენის ცოდნის შემოწმება უნდა მოხდეს ფორმალიზებული წესით.
კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უცხო ენ(ებ)ის კურსები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში.
უნდა დაინერგოს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის აქტივობები, მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტუდენტების, პროფესურისა და ადმინისტრაციის მომზადება/გადამზადება ინტერკულტურული კომუნიკაციის და საპროექტო განაცხადების შემუშავების საკითხებზე.
მათ შორის, კონსულტირება საერთაშორისო პროგრამების თაობაზე და მცირე საუნივერსიტეტო გრანტების გაუმჯობესება.
საუნივერსიტეტო სერვისების კონტექსტში უნდა გაუმჯობესდეს საერთაშორისო სტაჟირების/მობილობის შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო სისტემა. უნდა მოხდეს სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის პროცედურების მკაფიო განსაზღვრა, სტანდარტიზაცია და გასაჯაროება.
ინტერნაციონალიზაციის პროცესისათვის აკადემიური პერსონალის მოტივაციის გაზრდის მიზნით, უნდა დაინერგოს იმ აკადემიური პერსონალის წახალისების ფორმებიც, რომლებსაც ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობა აქვთ.
შედეგი 2.2.

საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხი გაზრდილია.
უნდა გააქტიურდეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად. უპირველეს ყოვლისა, ადამიანური და მატერიალური რესურსების ანალიზის საფუძველზე უნდა გამოვლინდეს პრიორიტეტული მიმართულებები და უმაღლესი განათლების საფეხურ(ებ)ი. ყველა თემასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია მოხდეს კომპეტენტური პარტნიორი უნივერსიტეტის შერჩევა.
ასევე, უნდა მოხდეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად, სტუდენტებისა და პერსონალის სავალდებულო მობილობისათვის).
ერთობლივი პროგრამებისათვის უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა შერეული ტიპით სწავლების მიზნით (საკონტაქტო + დისტანციური სწავლება). ამისათვის უნდა მოხდეს როგორც აკადემიური, ასევე ტექნიკური პერსონალის მომზადება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელია საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და სასწავლო რესურსების (მათ შორის, უცხოენოვანის) განახლება-გაუმჯობესება.
პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია სხვა მოქმედ პროგრამებში გლობალური თემების/საკითხების ასახვა კურიკულუმის მუდმივი განახლების გზით.
უნივერსიტეტი ასევე ეცდება მოიპოვოს შერჩეული პროგრამებისათვის საერთაშორისო აკრედიტაცია (მაგ. ENQA-ს წევრი სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ; საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, პილოტირების ფაზაზე და ა.შ.).
შედეგი 2.3.

გაზრდილია უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორების რაოდენობა.
უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, უნივერსიტეტმა უნდა შეიმუშავოს სპეციალური მარკეტინგული სტრატეგია, რაც მოიცავს სამიზნე ქვეყნების იდენტიფიცირებას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მექანიზმებს და უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას სპეციალურად მომზადებული PR კამპანიის ფარგლებში.
სხვა მექანიზმებს შორის, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღოს განათლების სფეროს გამოფენებში, შექმნას კურსდამთავრებული უცხოელების მონაცემთა ბაზა მათთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნების მიზნით და კურსდამთავრებულები გამოიყენოს ახალი სტუდენტების მოზიდვის მიზნით. ასევე, უნდა მოხდეს სწავლის საფასურის/უცხოელი სტუდენტების მომსახურების ეფექტიანი ფინანსური პოლიტიკის განსაზღვრა.
PR კამპანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის გასაშუქებლად უნდა განვითარდეს:
* უნივერსიტეტის მკაფიოდ სტრუქტურირებული დამომხმარებლისთვის ადვილად სანავიგაციო ინგლისურენოვანივებგვერდი, რომელზეც განთავსდება ამომწურავი ინფორმაციაუნივერსიტეტზე და ქალაქზე/ქვეყანაზე;
* ვებგვერდის შესაბამისი აპლიკაციების შემუშავება სხვადასხვა მატარებლებისთვის (სმარტფონი, ტაბლეტი და ა.შ.);
* ვებგვერდზე საერთაშორისო პროექტებისთვის ცალკე რუბრიკის გამოყოფა, სადაც განთავსდება ინფორმაცია არსებული სასტიპენდიო პროგრამების, მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ, ასევე, პარტნიორების ჩამონათვალი და პერსპექტიული საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები;
* ნაბეჭდი მასალა (ლიფლეტები, ბუკლეტები), რომელშიც თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები;
* უნივერსიტეტის მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო განათლების გამოფენებში, ცნობადობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
შედეგი 2.4.

ამოქმედებულია სერვისები უცხოელი სტუდენტებისათვის.
უნივერსიტეტი გეგმავს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას და ე.წ. Welcome center-ის შემდგომ გაძლიერებას, უნივერსიტეტში, ერთი ფანჯრის პრინციპით, უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. იქ ყველა სახის ინფორმაცია იქნება თავმოყრილი; მოხდება საინფორმაციო მასალის – ე.წ. survival guide–ის მომზადება (და მუდმივი განახლება); გზამკვლევი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც უნივერსიტეტის, ასევე ქუთაისის და საქართველოს შესახებ (ტრანსპორტი, ცხოვრება, ჯანმრთელობის დაცვა, საბანკო ანგარიშების გახსნა, გართობა და ა.შ.).
მნიშვნელოვანია ადგილობრივ იუსტიციის სახლთან სამუშაო კონტაქტების გამყარება და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი სტუდენტების, ან პროფესორების ასისტირება; უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და ა.შ.
უცხოელი სტუდენტების უკეთ ინტეგრირების მიზნით, უნდა შემუშავდეს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებითაც); მოხალისეობის სისტემის პოპულარიზაცია ადგილობრივ სტუდენტებში, მათ შორის, უცხოელი სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებში (peer tutors); ინტერესთა მიხედვით სტუდენტების კლუბების შექმნის მხარდაჭერა – ზოგადად, ინკლუზიის უზრუნველყოფა.
შედეგი 2.5.

ინტერნაციონალიზაციის პროცესის მართვა ოპტიმალურად მიმდინარეობს; უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებსა და ინტერნაციონალიზაციაზე მიმართული საქმიანობების ხარისხი უმჯობესდება.
ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაძლიერება. ამ მიმართულებით საგარეო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური კოორდინაცის უწვეს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობას ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
უნდა მოხდეს უნივერსიტეტის მიერ უკვე დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულებების / მემორანდუმების გადახედვა და კრიტიკული ანალიზი (სარგებელი, მდგრადობა, პერსპექტივები); უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი საწევროების გადახდა (მაგ. AMEE, AMSE, EUA, and/or CDE EUA, EURASHE, etc.)
დაგეგმილია ინტერნაციონალიზაციის ხარისხის შიდა გაზომვის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა:
* დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების შიდა ინსტიტუციური მონიტორინგის სისტემის შექმნა;
* სხვადასხვა დონორებისგან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მოპოვებული სახსრების კონსოლიდირება და კოორდინირება მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად და გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით;
* სპეციალური კითხვარების შემუშავება ყველა რელევანტური მხარისთვის; მონაცემების რეგულარული შეგროვება; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ინტერნაციონალიზაციის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; უცხოელი სტუდენტების რეგულარული გამოკითხვა, კმაყოფილების ინდექსის დადგენა და უკუკავშირზე აგებული მომსახურების სისტემის დანერგვა;
* საზღვარგარეთ მივლინებით წასული და დაბრუნებული კოლეგების ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმატის შემუშავება და საჯარო საანგარიშო პრეზენტაციების დანერგვა მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით;
* სტუდენტების მობილობის შემთხვევაში – საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების სისტემის გაუმჯობესება; დოქტორანტებისთვის– ჩატარებული კვლევის ანგარიშები და მათი საჯარო განხილვა.


3. სტრატეგიული მიმართულება: საუნივერსიტეტო სერვისების განვითარება.
საუნივერსიტეტო საზოგადოების მოტივაციის, კმაყოფილების ზრდისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა საუნივერსიტეტო სერვისების (საინფორმაციო, მხარდამჭერი, შემეცნებითი, კულტურულ-სპორტული და სხვა) შემდგომი დახვეწა და განვითარება, მათ შორის, შშმ პირების მოთხოვნებზე მორგებული სერვისებისა და რესურსების განვითარება.
ასეთი სერვისები უნდა უზრუნველყოფდეს, ერთი მხრივ, საჭირო ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას, პროცესების ოპტიმიზაციას და მეორე მხრივ, სწავლა-სწავლებისა და კვლევით პროცესებში ეფექტურ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანი ყურაღება უნდა მიექცეს სტუდენტების დასაქმებას და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულების განვითარება ასევე ძალზედ აქტუალურია უნივერსიტეტის სოციალური ფუნქციის და პასუხისმგებლობის გაძლიერების კონტექსტში.
შედეგი 3.1.

დანერგილია საუნივერსიტეტო ინტრანეტ/ექსტრანეტ პორტალი, რომელიც მოიცავს სრულყოფილ საინფორმაციო სერვისებს.
ინტრანეტ/ექსტრანეტ პორტალის დანერგვის მიზანია, უზრუნველყოს უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის პროცესების ინფორმაციული მხარდაჭერა და პროცესების ავტომატიზაცია, აგრეთვე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს უნივერსიტეტზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, კვლევით პროექტებზე და საუნივერსიტეტო საზოგადოების შესახებ ინფორმაცია.
ამისათვის უნდა განისაზღვროს უნივერსიტეტის საინფორმაციო სერვისებისათვის ინფორმაციის სახეები, მისი შეგროვების, დამუშავების, გავრცელების სისტემა, რის შემდეგაც უნდა განხორციელდეს სისტემის ტექნიკური დიზაინი და დანერგვა.
აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს შიდა, გარე და საერთაშორისო მობილობის, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო კვლევით თუ სოციალურ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია.
შედეგი 3.2.

დამატებითი (კურიკულუმის გარეშე დაგეგმილი) აქტივობების (სპორტული, ხელოვნების, შემეცნებითი აქტივობები) წახალისებისა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის სისტემის განვითარება.
დამატებითი აქტივობების წახალისებისა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის სისტემის განვითარების მიზანია, სტუდენტთა და უნივერსიტეტის პერსონალის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით სპორტული, ხელოვნების, შემეცნებითი აქტივობების წახალისება და განხორციელება.
შედეგი 3.3.

სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებების განვითარება.
სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისის (მათ შორის, ტუტორთა ინსტიტუტის) განვითარების მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სტუდენტებს სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს სტუდენტების ურთიერთდახმარებას, სტუდენტების რიგებიდან მოტივირებული ტუტორების მოზიდვის გზით.
შედეგი 3.4.

სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისი შემუშავებული და დანერგილია.
სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის დანერგვის მიზანია, სტუდენტებისათვის სწავლების პერიოდში და სწავლების დასრულების შემდეგ დასაქმების ხელშეწყობა
ამისათვის უნივერსიტეტის კარიერის დაგეგმვის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების შესახებ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების სისტემის ამოქმედება, უნდა ჩამოყალიბდეს დამსაქმებლების განახლებადი მონაცემთა ბაზა და დაინერგოს პოტენციური დამსაქმებლის მოზიდვისა და მოტივაციის სისტემა.
შედეგი 3.5.

დანერგილია მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების (Lifelong Learning) სერვისები.
მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების სერვისების მიზანია, საუნივერსიტეტო საზოგადოების, თემისა და რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მრავალფეროვანი აკადემიური და პროფესიული განვითარების პროგამების მიწოდება. ამისათვის უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში და რეგიონში მოსახლეობის აკადემიური და პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის/მიდგომის შემუშავება და ასეთი კვლევის საფუძველზე საგანმანათლებლო სერვისების (სემინარები, ტრენინგები, კურსები) მიწოდება. აღნიშნული სერვისების განვითარების მიზნით, შესაძლებელია რეგიონში/ქვეყანაში მოქმედ არაფორმალური განათლების მიმწოდებლებთან თანამშრომლობა.
შედეგი 3.6.

უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართულობა.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართულობის მიზანია, მოხდეს უნივერისტეტის მართვაში, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევით პროექტებში კურსდამთავრებულთა აქტიური ჩართვა ცოდნის, გამოცდილებისა და მართვის უნარების გადაცემის მიზნით. აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კურსდამთავრებულთა ქსელის და მათთან კომუნიკაციის არხის განვითარება. სერვისები ორიენტირებული უნდა იყოს საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში კურსდამთავრებულთა ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ. კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა საკონსულტაციო საბჭოებში (მაგალითად, დაგეგმილია უნივერსიტეტის მეგობართა კლუბის შექმნა).


4.სტრატეგიული მიმართულება: ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების განვითარება.
საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებისა და განათლების ხარისხისგაუმჯობესებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისადაპტირებას, სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებებზე მორგებას. აღნიშნულპროცესში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ ფიზიკური გარემო კიდევ უფრომეტად ინკლუზიური ხასიათის გახდეს და მორგებულ იქნას სპეციალური საჭიროებისმქონე პირებზე. სტუდენტური ცხოვრების განვითარებისა და სტუდენტების მეტიჩართულობის მიზნით, ძალზედ აქტუალურია გარემო პირობების, მათ შორის,დამოუკიდებელი მუშაობის, განტვირთვის სივრცეების გაუმჯობესება და დამატებით ორგანიზება.
შედეგი 4.1.

აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით
ხელმისაწვდომი რესურსების გათალისწინებით, საწყის ეტაპზე უნდა შემუშავდეს აუდიტორიების აღჭურვის საშუალოვადიანი გეგმა, გამოვლინდეს პრიორიტეტები და განისაზღვროს აღჭურვის სტანდარტი. სწორედ აღნიშნული გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად შესაბამისი საქმიანობების დაფინანსება და განხორციელება.
შედეგი 4.2.

უნივერსიტეტში უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი დამოუკიდებელი მუშაობისა და სტუდენტების განტვირთვის კომფორტული სივრცეები.
ამ მიმართულებით იგეგმება საბიბლიოთეკო სივრცისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება, გარე და შიდა რეკრეაციული სივრცეების განვითარება, კვების ობიექტების მოწყობა.
მნიშვნელოვანია სტუდენტთა მოთხოვნებზე მორგებული თანამედროვე ინფორმაციული სერვისებით აღჭურვილი სასწავლო, სოციალური და სადისკუსიო აქტივობისათვის გამიზნული თავისუფალი სივრცის მოწყობა.
აღნიშნული ღონისძიებების გატარების მიზნით, უნდა მომზადდეს განვითარების საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც დროში ასახავს შესაბამისი ინფასტრუქტურის შექმნას და ამოქმედებას, უნივერსიტეტის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით.
შედეგი 4.3.

უკეთ განვითარებულია სპორტული და კულტურული გარემო.
სპორტული და კულტურული ცხოვრების წახალისებისათვის მნიშვნელოვანია სპორტული მოედნების, დარბაზების მოწყობა და აღჭურვა წინასწარ მომზადებული საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით.


5. სტრატეგიული მიმართულება: მართვის სისტემის გაუმჯობესება.
მიმართულება მოიცავს მართვის სისტემის განვითარებას. იგი უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც აკადემიურ თავისუფლებას, ასევე, შედეგზე ორიენტირებას და ანგარიშვალდებულებას. ამისათვის სტრატეგიულ დონეზე შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები გამოიყოფა: სტრუქტურული მოწყობა, საინფორმაციო სისტემები და გარე კომუნიკაციები.
მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში დაწყებული დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი გაღრმავება, უნივერსიტეტის ეგიდით პროფესიული და არაფორმალური განათლების პროგრამების მიწოდების ოპტიმალური ორგანიზაციული სისტემის ფორმირება.
შედეგი 5.1.

უნივერსიტეტში შემუშავებული და დანერგილია სტრუქტურული ოპტიმიზაციის ღონისძიებები და განმტკიცებულია ანგარიშვადებულების სისტემა.
პირველ ეტაპზე ჩატარდება სტრუქტურისა და მართვის სისტემის აუდიტი, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას უნივერსიტეტის მისიისა და
სტრატეგიის შესაბამისად. აუდიტის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება სტრუქტურული ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროცესი წარიმართება კვალიფიციური სპეციალისტებისა და აუდიტორების ჩართულობით. პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საუნივერსიტეტო საზოგადოების მონაწილეობა განხილვებისა და კონსულტაციების მეშვეობით.
ცალკე ყურადღება უნდა მიექცეს პროფესიული და არაფორმალური განათლების პროგრამების მიწოდების ოპტიმალური სისტემის შემუშავებას.
შედეგი 5.2.

შექმნილი და ამოქმედებულია დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის ინსტიტუციური მექანიზმები.
დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის ინსტიტუციური მექანიზმი შემუშავებულია, დანერგილია და საჯაროა. მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტის მმართველობით, საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში მაღალი ჩართულობა, საუნივერსიტეტო ინიციატივებისა და სოციალური ფუნქციის მხარდაჭერა.
შემუშავებულია სხვადასხვა ინსტიტუციური მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტს მოიპოვოს მხარდაჭერა და მიიღოს საზოგადოებისგან სასარგებლო უკუკავშირი.
შედეგი 5.3.

დანერგილია პროცესების მართვის სრულყოფილი ელექტრონული სისტემები.
უნივერსისიტეტის მიზანია, თანმიმდევრულად უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, კვლევებისა და სამუშაო პროცესების ელექტრონული მართვის სისტემების მაქსიმალური მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის არსებული სისტემის შეფასება და შემდგომი განვითარება, რაც გამოიხატება არსებული სისტემური მოდულების ფუნქციონალურ გაუმჯობესებაში და გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებითი მოდულების შემუშავებაში.
შედეგი 5.4.

ამოქმედებულია და მუდმივად უმჯობესდება ხარისხისა და სამუშაო პროცესების მართვის სისტემა.
უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ხარისხის მართვის ერთიანი კომპლექსური სახელმძღვანელო, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის ყველა საკვანძო სამუშაო პროცესს. აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს პროცესების სტანდარტიზაციას, საქმიანობათა კოორდინაციას, გამჭვირვალობას; უზრუნველყოს პროცესებისა და დაგეგმილი შედეგების მუდმივი შეფასება და გაუმჯობესება.
შედეგი 5.5.

შემუშავებული და დანერგილია ორგანიზაციული მართვის სისტემები (IFQM/TQM/ISO/LEAN და სხვა).
უნივერსიტეტს დანერგილი აქვს ორგანიზაციული მართვის სისტემა, რომელიც უზრუნვეყოფს მართვის ეფექტიანობას, პროცედურულ და სისტემურ მიდგომებს, დაფუძნებულს განგრძობად განვითარებაზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.