ომბუდსმენის ოფისი

ვინ არის ომბუდსმენი?
უნივერსიტეტში ომბუდსმენის ოფისი წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის უმთავრესი ფუნქცია არის სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვა. ოფისი შეიქმნა ომბუდსმენის ოფისი შეიქმნა Erasmus+ პროექტის AESOP-ის (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position 561640-EPP-1-2015-1-AZ-EPPKA2-CBHE-JP; 2016-2019) ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში. ომბუდსმენი იცავს კონფიდენციალურობის პრინციპს და უზრუნველყოფს ყველა ვიზიტორის ანონიმურობას.
სამიზნე ჯგუფები
აწსუ-ს სტუდენტები და პერსონალი

ოფისის მთავარი ფუნქცია - დახმარება
ომბუდსმენს შეუძლია:
* მოისმინოს თქვენი პრობლემა;
* დაგეხმაროთ პრობლემის გააანალიზებაში და შეიმუშავოს მისი გადაჭრის გზები;
* კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მოგაწოდოთ ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის პროცედურებსა და რეგულაციებზე;
* გიშუამდგომლოთ უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან არსებული საკითხის მოგვარების თაობაზე.
* კონფლიქტურ სიტუაციაში შეასრულოს მედიატორის როლი

რა შემთხვევაში მივმართოთ?
ომბუდსმენს შეგიძლიათ მიმართოთ თუ:
* გჭირდებათ ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირის აზრი, მასთან პრობლემის განხილვა და რჩევა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით
* გჭირდებათ დახმარება რთული პრობლემის მოგვარებაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით
* ფიქრობთ რომ უსამართლოდ მოგექცნენ
* გაქვთ კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის თქვენს საქმიანობას უნივერსიტეტში
* გჭირდებათ მედიატორი ან მრჩეველი/კონსულტანტი
* არ იცით ვის მიმართოთ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით


საქმიანობის პრინციპები
ომბუდსმენის ოფისის საქმიანობა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:
* ნეიტრალიტეტი - არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი თითოეული სტუდენტის და თამანშრომლის მიმართ;
* კონფიდენციალურობა - პიროვნების და მის მიერ მიმწოდებელი ინფორმაციის კონფიდენციალურიბა არის დაცული;
* დამოუკიდებლობა - ომბუდსმენი მის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ არის კერძო პირის ან ორგანიზაციის ადვოკატი. ის იცავს სამართლიანობას.


როგორ მივმართოთ ომბუდსმენს
ომბუდსმენს შეგიძლიათ მიმართოთ პირადად, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით და ფოსტით. ანონიმური განცხადებები არ მიიღება. კონკრეტული განაცხადის მიღების შემდეგ ომბუდსმენი პირისპირ სასაუბროდ მიიწვევს განცხადების ავტორს. პირდაპირი საუბრისას ომბუდსმენმა და დაინტერესებულმა მხარემ უნდა განიხილონ პრობლემა და მისი გადაჭრის შესაძლო გზები.
პრობლემის განხილვის ვადები
ომბუდსმენი პრობლემის განხილვის ვადებში შეზღუდული არ არის. საჭირო დრო დამოკიდებულია დაფიქსირებული პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე.


საკონტაქტო ინფორმაცია:
XXII კორპუსი I სართული „აწსუ-ს ბიბლიოთეკა“ . ტ. ტაბიძის 18. ოთახი #22-104 (მთავარი ოფისი)
სალომე სეფისკვერაძე
+995 599 23 23 21
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.